გორის მე-8 და მე-11 საჯარო სკოლების ეკოკლუბების მოსწავლეები საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კამპანიას - „ჩააცვი ხეებს“ შეუერთდნენ.
კამპანიის ფარგლებში მოსწავლეებმა თბილი ტანსაცმელი შეაგროვეს, რომელიც ზამთრის პერიოდში საჭიროების მქონე ადამიანებს გადაეცემათ. ინიციატივას კერძო მაღაზია „რჩეულიც“ შეუერთდა და შეგროვებულ ნივთებს დამატებითი თბილი ქურთუკები შემატა.
აქციის მიმდინარეობის შესახებ პედაგოგი ლიზა ყაზიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„უამრავი ღუნღულა, ლამაზი და თბილი ტანსაცმელი შევაგროვეთ. ბავშვებმა ის სამოსიც კი მოიტანეს, რომელიც ძალიან უყვარდათ და წლების განმავლობაში სათუთად ინახავდნენ. მადლობა მაღაზია „რჩეულს“, რომელმაც უამრავი თბილი ქურთუკი შემოგვამატა და კამპანია კიდევ უფრო მასშტაბური და თბილი გახადა!“ - წერს ლიზა ყაზიშვილი.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები