15 ნოემბერს თბილისში ახალი პოლიტიკური პარტიის - „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ - სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. გაერთიანება იმ აქტივისტების ჯგუფმა დააფუძნა, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა და საზოგადოებისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის“ ორგანიზებითაც არის ცნობილი.
პარტია ჰორიზონტალურ მმართველობას ნერგავს, რის გამოც მას თავმჯდომარე არ ეყოლება და მთავარ გადაწყვეტილებებს საერთო კრება მიიღებს. ყრილობაზე ერთი წლის ვადით აირჩიეს 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი (8 ქალი და 8 კაცი, მათ შორის სოფო ვერძეული, გოტა ჭანტურია, ვახუშტი მენაბდე, ლევან ლორთქიფანიძე და ლელა გაფრინდაშვილი) და 5-წევრიანი სარევიზიო კომისია, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებად კი სოფო ვერძეული და ლევან ლორთქიფანიძე დასახელდნენ.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ყრილობაზე პარტიის წესდება და პროგრამა დაამტკიცეს. კანონის თანახმად, პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთი კვირის ვადაში უნდა მიმართოს, უწყებას კი გადაწყვეტილების მისაღებად ერთთვიანი ვადა აქვს.
წყარო: რადიო თავისუფლება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები