რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ახალი ამბები
პოლიციელს ,,ფსიქოტროპული" ნივთიერება ნარკოტიკული ჰგონია
პოლიციის თანამშრომელს ალექსანდრე რაზმაძეს პროკურატურიდან გაუგზავნეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია, რომ სოფელ თელიანში მცხოვრებ ერთ-ერთი პიროვნების სახლში აღმოჩენილი ნივთიერება ,,ეფედრინი" ფსიქოტროპულ ნივთიერებას წარმოადგენს.

ამის შემდეგ ალექსანდრე რაზმაძემ შექმნა ოპერატიული ჯგუფი, გაემართა დასკვნაში მითითებული მოქალაქის საცხოვრებელი ადგილისკენ და დააკავა.

პოლიციელებმა სოფელ თელიანში მცხოვრები ახალგაზრდა იმის გამო დააკავეს, რომ მას სახლში ფსიქოტროპული წამალი, ეფედრინი აღმოაჩნდა.

„სამსახურში დამეწერა მასალები, სადაც იყო ექსპერტიზის დასკვნა, რომ სოფელ თელიანში მცხოვრები პიროვნება, სახლში ინახავდა უკანონოდ ნარკოტიკულ საშუალებას - ეფედრინს, ამის გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით დავაკავეთ“ - აღნიშნა ინსპექტორმა რაზმაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ალექსანდრე რაზმაძემ განაცხადა, რომ პიროვნების დაკავება და სასამართლოზე წარდგენა პროკურორ ნათია კიკალიასთან იყო შეთანხმებული.

„ადრე მქონდა ეგ, ეტყობა სადღაც მივაგდე და აღარც მახსოვდა, თუმცა სამართალდამრღვევად რატო ვითვლები, ეგ ხომ ნარკოტიკში არ ითვლება? თვითონაც არ იციან, რაზე მედავებიან, მაგათ გონიათ ჩემზე ჭკვიანები არიან, ნარკოტიკული საშუალება რომ ყოფლიყო, სახლში გავაჩერებდი?“ - განაცხადა დაკავებულმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ნარკოტიკულ საშუალებათა იმ ჩამონათვალში, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეადგინა, ეფედრინი ვერ იპოვა.

„ბატონო ინსპექტორო, ამ დასკვნაში არ წერია, რომ ეფედრინი ნარკოტიკული საშუალებაა, აქ, როგორც ფსიქიტროპული საშუალება, ისეა მოხსენიებული და თქვენ რის გამო დააკავეთ ეს პიროვნება? ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა შენახვის ფაქტზე ეს არ უნდა ხდებოდეს, არ წერია ეს სამართალდარღვევათა კოდექსში და შესაბამისად თქვენც არ გაქვთ მისი დაკავების უფლება“ - აღნიშნა მოსამართლე დავით პაპუაშვილმა.

„აღნიშნული საქმეს პროკურორ ნათია კიკალიასთან არის შეთანხმებული, სხვას ვერაფერს ვერ ვიტყვი“ - განაცხადა პოლიციელმა.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა დაკავებული დარბაზიდან გაათავისუფლა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად ისახავს
18:45 / 05.11.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.