რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვარიანი-საქაშეთის გზაზე ორი დღეა დათვს ეძებენ
გუშინ დილის დაახლოებით 10 საათზე ვარიანის მეურნეობაში დასახლებულ ტერიტორიასთან დათვი შეამჩნიეს.

საქაშეთისკენ მიმავალ გზაზე ცხოველი ჯერ ბავშვებმა დაინახეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვეფხია მდინარიძის თქმით, სავარაუდოდ, სახლიდან გაქცეულ დათვზეა საუბარი. 

,,მე ადგილზე არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მითხრეს დაუჭერიათ. ზუსტად არ ვიცი" - ამბობს ვეფხია მდინარიძე.

ვარიანის მაჟორიტარი წარმომადგენელი ვახტან ბერკაცაშვილი ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის და პოლიციის თანამშრომლები ნაკვალევს მისდევდნენ და ცხოველი ვერ იპოვეს.

,,თვითმხილველები ნამდვილად არსებობს, რეალურაც ცხოველი დაინახეს. დილის თერთმეტ საათზე დაგვირეკეს, ესეთი ამბავიაო, შემდეგ პოლიცია და გარემოს დაცვის სამინისტრო ეძებდა. ისიც არ ვიცი, იპოვეს თუ არა" - გვითხრა ვახტანგ ბერკაცაშვილმა.

როგორც ვარიანიდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, დათვი დიდი ზომის ყოფილა.

გარემოს დაცვის სამინისტროდან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, რომ დათვის ძებნა უშედეგოდ დასრულდა.

,,მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება და, შესაბამისად, ჯგუფი ადგილზე დაუყოვებლივ გავიდა. ძებნის სამუშაოები ჩატარდა, მაგრამ ცხოველი ვერსად ნახეს" - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ამის თაობაზე, ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.

გამოყენებულია თემატური ფოტო.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს.
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა
ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს. ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა ამოიღეს.
11:09 / 17.09.2026
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი
დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს
წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
10:31 / 17.09.2026
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III
ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში
ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები
იპოვეს.
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები იპოვეს.
18:25 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ
ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ
დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
18:00 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი
ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
17:33 / 16.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.