რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?
-height: 15.808px;"> რა არის ნასყიდობის ხელშეკრულება?

ნასყიდობა არის ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხ- მებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

- რა შეიძლება გახდეს ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი/რაზე შეიძლება ხელშეკრულების დადება?


ნასყიდობის ხელშეკრულების საგანი შეიძლება გახდეს უძრავი ან მოძრავი ნივთი.

უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

ყველა ნივთი რომელიც არ მიეკუთნება უძრავ ნივთს არის მოძრავი.

მოძრავი ნივთის გაყიდვასთან დაკავ- შირებული ხარჯები კერძოდ, აწონის, გა- ზომვისა და შეფუთვის ხარჯები, ეკისრება გამყიდველს, ხოლო ხელშეკრულების დადების ადგილიდან სხვა ადგილზე სა- ქონლის მიღებისა და გადაგზავნის ხარჯები – მყიდველს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

უძრავი ნივთის გაყიდვისას ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯე- ბი, თუ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვა- ლისწინებული ეკისრება გამყიდველს.

მოძრავი ნივთის შემთხევაში მის ფაქ- ტობრივ მფლობელად ითვლება მისი მესა- კუთრე, ხოლო უძრავი ნივთის მესაკუთრე დგინდება საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით.

-რა სამართლებრივი შედეგები შეიძლე- ბა დადგეს გამყიდველის მიერ ქონების რამდენიმე პირისთვის მიყიდვის შემთხ- ვევაში?

bთუ გამყიდველმა ერთი და იგივე ქონება რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობე- ლობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო, თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მა- შინ – მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.


-ვის მხარეს არის ნივთის შემთხვევით დაღუპვის რისკი?  -და როდის შეიძლება ხელშეკრულებაზე უარის თქმა?


bგაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთ- ხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

თუ გამყიდველი გაყიდულ ნივთს მყიდ- ველის მოთხოვნით გზავნის სხვა ადგილას, ვიდრე ეს ხელშეკრულებით იყო გათვალის- წინებული, მაშინ ნივთის შემთხვევით დაღუპ- ვის ან გაფუჭების რისკი გადადის მყიდველზე იმ მომენტიდან, როცა გამყიდველმა ნივთი ჩააბარა გადამზიდველს ან ამის შესრულე- ბისათვის პასუხისმგებელ პირს.

ხელშეკრულების ყოველ მხარეს შეუძ- ლია უარი თქვას თავისი ვალდებულებების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადე- ბის შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს.

უარი დაუშვებელია, თუ ამ მხარის უსაფ- რთხოება უზრუნველყოფილია.

-რას ნიშნვავს ნივთობრივად და უფ- ლებრივად უნაკლო ნივთი?


ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა.

თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსე- ბით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე.

ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია განუცხადოს მყიდველს პრეტენზია თავისი უფლებების გამო.უფლებრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია არარსებული უფლება


რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.




Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც
პროტესტს უერთდებიან:
პუბლიკა აქვეყნებს იმ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან:
00:02 / 13.05.2024
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე
შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
შაბათს, 11 მაისს, საღამოს ცხრა საათისთვის ათობით ათასი მოქალაქე შეიკრიბა თბილისში, რიყეზე,
22:02 / 11.05.2024
თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

თავდაპირველად ისინი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან

22:10 / 10.05.2024
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას
ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
12:06 / 10.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.