რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
თემურ ხუბულური დიდი და პატარა გორიჯვარის, ბოშურისა და ლევიტანის მოსახლეობას ესტუმრა (R)
წინაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,“ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური დიდი და პატარა გორიჯვარის, ბოშურისა და ლევიტანის სოფლების მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაზღვრულ სპეციალურ სახემწიფო პროგრამაზე ისაუბრა.

თემურ ხუბულური სოფლებში არსებულ პრობლემებსაც გაეცნო და ადგილობრივებთან მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.

„ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობის სფეროში მასშტაბური რეფორმები წამოიწყო. შემუშავდა დარგის განვითარების სტრატეგი,რომელშიც მკაფიოდ არის განსაზღვრული უახლოესი წლების მიზნები და ამოცანები: ფერმერების ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნის ამაღლება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, წარმოების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლა, ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოძიება. სასოფლო-სამეურნეო დარგში კოოპერაციის განვითარების მხარდაჭერა იქნება „ქართული ოცნების“ აგროპოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება. მცირემიწიანი ფერმერებისთვის ამოქმედდება საყოველთაო აგროდაზღვევის პროექტი, აღარ დარჩება დაუზღვეველი მოსავალი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვან ზარალს ააცილებს”, - განაცხადა თემურ ხუბულურმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას.

„ შემუშავდა და ამოქმედდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონი.კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,- აღნიშნა თემურ ხუბულურმა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.