რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ (R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორისა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იოსებ მაკრახიძე და თემურ ხუბულური კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრას დეპუტატი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის წევრი თამაზ ჯაფარიძეც დაესწრო, რომელმაც 2020 წლამდე კულტურის სფეროში განსახორცილებელ პროექტებსა და ღონისძიებებზე ისაუბრა.

„თქვენ საზოგადოების ის ნაწილი ხართ, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები წლების განმავლობაში ჩრდილში იყვნენ და სახელმწიფო მათზე ყველაზე ნაკლებად ზრუნავდა, უფრო მეტიც, 2012 წლამდე კუტურის სფერო იყო ერთ-ერთი ყველაზე პოლიტიზებული. ყველასათვის ცნობილია, რომ კულტურის არაერთი მუშაკი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სააკაშვილის ხელისუფლებისგან იდევნებოდა. დღეს ქვეყანაში ვითარება რადიკალურად შეცლილია. სწორედ ესაა ჩვენი ხელისუფლების ოთხწლიანი მმართველობის ყველაზე დიდი მონაპოვარი“ - აღნიშნა შეხვედრაზე ისოებ მაკრახიძემ.

დეპუტატობის კიდევ ერთი კანდიდატის, თემრუ ხუბულურის თქმით, 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდება კულტურის განვითარებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დაფინანსება.

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა „კულტურის სტრატეგია 2025“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას, მიზნებს და ამოცანებს კულტურის სექტორში. „საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის - „შემოქმედებითი ევროპის“ წევრი გახდა.

გაიზარდა სახელოვნებო უმაღლეს სასწავლებლებში პროფესორ-მასწავლებლების ანაზღაურება, მიმდინარეობს პროფესიული პროგრამების დაფინანსება, უზრუნველყოფილია სასწავლებლების სტუდენტების უცხოეთში გაგზავნა“,- აღნიშნა ხუბულურმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო
სასამართლოს
ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც დილით თბილისის საქალაქო სასამართლოს
20:53 / 05.04.2026
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
ცხოველთა დამცველებს ეჭვი აქვთ, რომ კრემატორიუმებში უკვე დიდი
09:49 / 01.04.2026
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის
სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
საქმე ეხება წყლის სინჯს, რომელიც 2025 წლის 26 ნოემბერს ბაღის სამზარეულოს ონკანიდან აიღეს.
18:08 / 31.03.2026
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი
კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
655 000 ლარი დაიხარჯება იმ სკვერისთვის, რომელიც ბამბეულის ყოფილი კომბინატის შესასვლელში მოეწყობა.
13:05 / 31.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.