რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
არასამთავრობოთა ანგარიში დღის პირველი ნახევრის მდგომარეობის შესახებ

არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში. არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნულ რეგიონებში მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, შეიმჩნევა ძირითადად მცირე მნიშვნელობის ხარვეზები.

2016 წლის 8 ოქტომრბის არჩევნები 10 საათის მდგომარეობით  გორში მშვიდად მიმდინარეობდა. დაკვირვების ფარგლებში ოთხივე საარჩევნო ოლქში უბნების უმეტესობა დროულად გაიხსნა, თუმცა რამდენიმე უბანზე მცირედი დაგვიანება მოხდა პროცედურების დროულად დაუსრულებლობის გამო.

გორის ერთ-ერთ უბანზე (41.32.17) საარჩევნო ყუთში ბიულეტენები კონვერტის გარეშე ჩააგდო ამომრჩეველმა, რის გამოც აღნიშნული ბიულეტენი ხმის დათვლისას უნდა გაუქმდეს. შესაბამისი მითითება საუბნო კომისიამ ზემდგომი კომისიისაგანაც მიიღო, პროექტის დამკვირვებელი ხმის დათვლის პროცესში დააკვირდება და მიაქცევს ყურადღებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული მოთხოვნის დაცვა.

ხარვეზი გამოვლინდა წილისყრის პროცესშიც, რა დროსაც 65.67.93 უბანზე ერთ-ერთმა წევრმა უარი თქვა წილისყრით მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ხოლო თავმჯდომარემ კი ამის გამო მას არ მისცა სხვა წილისყრებში მონაწილეობის უფლება. პროცედურა ორივე წევრის მხრიდან დაირღვა, რაც მიუთითებს უბნის წევრების მხირდან მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებაზე.

უბნებზე ფიქსირდება მცირე მნიშვნელობის ხარვეზები, რომლებზედაც ზეპირი ან ჩანაწერთა წიგნში გაკეთებული შენიშვნის მიცემის შემდეგ შესაბამისი რეაგირება ხდება. მივესალმებით საარჩევნო ადმინისტრაციის, განსაკუთებით კი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან დროულ თანამშრომლობას და დარღვევებზე რეაგირებას, რადგან აღნიშნული უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის ზედმიწევნით მიმდინარეობას. ჩვენ მიერ გამოვლენილი ხარვეზები კი ცხადჰყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევებში საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაცია კვლავ პრობლემატურია და სწორედ ეს იწვევს პროცედურების დაგვიანებით ჩატარებას ან მათ არასწორ მიმდინარეობას.

12 საათის მდგომარეობით ზუგდიდსა და გორში ძირითადად მშვიდად მიმდინარეობს. დაკვირვების ფარგლებში დაფიქსირდა ცალკეული მნიშვნელოვანი დარღვევა და რამდენიმე მცირე მნიშვნელობის ხარვეზი.

10 საათისთვის გავრცელებულ განცხადებაში მივუთითებდით ცალკეულ ხარვეზებზე, კერძოდ, ერთ-ერთ უბანზე (65.67.05) საკონტროლო ფურცლის შევსების წესის დარღვევასა და ლუქის მთლიანობის საკითხზე. აღნიშნულ ფაქტზე მივმართეთ საოლქო საარჩევნო კომისიას და ველით რეაგირებას.


გორის ერთ-ერთი უბნის (41.32.02) მიმდებარე ტერიტორიაზე ხდებოდა ამომრჩეველთა მობილიზება და შესაძლოა ხდებოდა აგიტაციაც, რაზედაც დამკვირვებლის მითითების შემდეგ საუბნო კომისიის თავმჯომარემ დაატოვებინა შესაბამის პირებს ტერიტორია და დარღვევა აღმოიფხვრა.

შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ საერთო გარემო რჩება მშვიდად, თუმცა მცირედი დარღვევების სიხშირე უარყოფითად მოქმედებს მთელს პროცესზე და აუცილებელია დროული და ეფექტიანი რეაგირება. ამასთან, მოვუწოდებთ ყველა საარჩევნო სუბიექტს, მიუთითონ მათ წარმომადგენლებს, დაიცვან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნები, არ გასწიონ აგიტაცია საარჩევნო უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე და არ შეუშალონ ხელი საარჩევნო პროცესებს.


განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.