რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
საჩივრები საოლქოში
კასპის 39/30 -ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამეტო არჩევნებზე , კენჭის ყრის დღეს და არჩევნების შემდგომ პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საარჩევნო სუბიექტებიდან სულ 30-ი საჩივარი შევიდა.

აქედან, 8 საჩივარი ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნებიდან’’; 16 საჩივარი ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან“; თითო-თითო საჩივარი ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა‘’ და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე დედამიწადან", ხოლო ოთხი საჩივარი ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დაწერა.

საჩივრები კასპის მაჟორიტარულ ოლქის 40 უბნიდან 21 უბანზე დაიწერა. ესენია: ოკამი, მეტეხი, მიქელწყარო, ლამისყანა, ფერმა, აღაიანი, ახალციხე, თელიანი, კავთისხევი, კოდისწყარო, რენე, თეზი, სამთავისი, ქვემო ჭალა, დოესი და ქალაქ კასპის 6 უბანი.

საოლქო საარჩევნო კომისიამ ოლქში შესული 30 საჩივრიდან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 9, ხოლო, დანარჩენი 21 საჩივარი საერთოდ არ დაკმაყოფილდა.

დაკმაყოფილებული საჩივრების შინაარსი პროცესუალურ დარღვევებს ეხებოდა, რომლის გამოც კომისიის თავმჯდომარეებმა და ზოგ შემთხვევაში სხვა წევრებმა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები (შენიშვნა, გაფრთხილება, ხელფასის დაკლება) მიიღეს.

დისციპლინური პასუხისმგებლობა სულ 12 პირს დაეკისრა.

უფრო კონკრეტულად:

სოფელ ახალციხის უბნის კომისიის თავჯდომარეს მარიამ ტალახაძეს და ევა სოზიაშვილს გამოეცხდათ შენიშვნა.

ოკამის უბნის თავჯდომარეს თამარ შუკაკიძეს და მდივანს ეკატერინე ბუაჩიძეს 20% ხელფასი დაექვითათ.

აღაიანის უბნის მდივანს ნელი ჯაჭვაძეს გამოეცხადა შენიშვნა , #36 დუბნის თავჯდომარეს ლალი თაბუაშვილს და მდივანს ვალია ხმალაძეს გამოეცხადათ შენიშვნა, #28 უბნის მდივანს ნანი ძიძიშილი და თავჯდომარეს ზურაბ თამაზაშილს გამოეცხადა შენიშვნა , # 21 უბნის კომისიის წევრს კობა კოხურს გამოეცხადა შენიშვნა.

ოლქმა განუხილავი დატოვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის რობერტ კავთიაშვილის მიერ შეტანილი 4-ვე საჩივარი რომელიც ეხებოდა კენჭის დღეს 7 სა-თიდან 8 საათამდე დაფიქსირებული დარღვევებს .

კენჭისყრის პროცედურებზე 4 საჩივარი დაწერეს არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლემაც სულ დაწერილია 8 საჩივარი კენჭის ყრის პროცედურებზე აქედან ორი საჩივარი დაწერილია სოფელ ფერმის 26 საარცევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა შეამჩნია როომ გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები სამაგიდო ერთიან სიაში შეყვანილი არ იყო. ამავე უბანზე კომისიის წევრს ქართლოს მეშველაშვილს არქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. კომისიის წევრი შახალა ისმაილოვა უბანზე იმყოფებოდა ფორმის გარეშე.

ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა საჩივარში მოთხოვა გატრებულიყო სარჩევნო კოდექსის 28-ე მუხლის მე- 2 პუნკტის ,,გ’’ქვეპუნქტის გათვალისწინებული ზომები რაც ითავლისწინებს კომისიის წევრების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას კომისიამ აღნიშნული საჩივარი არ დააკმაყოფილა 26 საუბნო კომისიის წევრებმა აღნიშნული ფაქტები უარყვეს, საოლქო საარჩევნო კომისიამ მომჩივანს ნაციონალური პარტიის წარმომადგენელს ფაქტის მტკიცებულება მოსთხოვა, რომელიც დადასტურებდა საჩივარში აღნიშნულ ფაქტს. ფოტო ვიდეო მასალის არ ქონის გამო აღნიშნულ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ამავე უბანზე სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელმა შიამჩნია რომ კენჭის ყრის კაბინაში ამომრჩეველს შეყვა პარტიის წარმომადგენელი აღნიშნული ფაქტით დაირღვა კენჭის ყრის ფარულობა უბნის თავჯდომარებ მინაია ისმაილოვას საჩივრის განხილვის დროს უარყო აღნიშნული ფაქტი, ოლქმა ამ შემთხვევაშიც ვიდეო მასალის წარმოდგენა მოსთხოვა საჩივრის ავტორს მტკიცებულების არ ქონის გამო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ასევე არ დაუკმაყოფილეს სამართლიან არჩევნებს საჩივარი მე 33 კასპის უბანზე მომხდარ ფაქტის შესახებ # 33ქ. კასპის უბანიზე 3 რეგისტრატორმა სხვადასხვა დროის მონაკვეთში ამომრჩევლის გრაფაში მოაწერეს ხელი. ამის გამო სამართლიიანმა არჩევნებმა მიუთითა თავჯდომარეს დარღვევის შესახებ და მოითხოვა რეგისტრატორების დისციპლინალური პასუხისმგებლობა დამდგარიყო.

კასპის 30 საოლქო საარჩევნო კომისიამ, განაცხადა რომ რეგისტრატორებს აღნიშნულ ფაქტან დაკავშირერბით ახსნა განმარტებეი ქონდათ დაწერილი რისგამოც არ ჩათვალა კომისიამ რეგისტრატორების მიმართ გამოიყენებინა დარევის ზომა. საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ქ კასპის #33 ქ. კასპის უბანზე, სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დააფისქსირა დარღვევა, საეჭვო საარჩევნო ბიულეტინზე კომისიის წევრების მიერ არ მოხდა საარჩევნო ბიულეტინზე მსჯელობა, მასზე იმსჯელა მხოლოდ ორმა წევრმა. სამარტლიანი არჩევნების მიერ აღნისნულ ფაქტზე მოთხოვნა, კომისიის თავჯდომარის და კომისიის წევრების მიმართ გამოყენებულიყო დისწიპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, არ დაკმაყოფილდა. კომისიამ სამართლიან არჩევნებს განუცხადა რომ ფაქტი არის დაუსაბუთებელი და არჩანს დარღვევის არსი.

ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა # 24 ოკმის საუბნო საარჩევნო უბანზე დაფიქსირა რომ კომისიის მდივანს არქონდა უფლება მოსილების დამადასტურებელი მოწმობა და ასევე პირადობის მოწმობა, ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა მოითხოვა უბანი დაეტოვებინა, მდივანმა ეკატერინე ბუაჩიძემ სარცევნო უბანი არ დატოვა და მთელიდღის განმავლობაში ასრულებდა დაკისრებულ ფუნქციას. საოლქო სარჩევნო კომისიამ დარღვევის მიუხედავათ ნაციონალური პარტიის წარმომადგენლის საჩივარი არ დაკმაყოფილა, და განუხილავი დატოვა სარჩელი. შემდეგი გარემოების გამო, საჩივარი შედგენილი იყო საარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ. სარჩევნო კომისია ასევე უთითებს განკარგულებაში ი რომ, პიროვნებამ არჩევნებიდან 2 დღით ადრე დაკარგა პირადობა მისი პიროვნება კი იდენტიფიცირებულია.

# 37 მეტეხის უბანზე ნაციონაურმა მოძრაობის წარმომადგენელმა დაფიქსირა რომ, გადასატანი ყუთის სიაში მყოფი პირები, არიყვნენ მონიშნული ამომრჩეველთა ერთიან სამაგიდო სიაში მონიშნულნი. აღნისნულ ფაქტზე სარცევნო სუბიექტმა დაწერა საჩივარი და განსახილველად წარუდგინა კასპის 30 ოლქს, მიეღოთ ზომები და თავჯდომარისა და მდივნის მიმართ სარჩევნო კოდექსის 28- მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომები. გამოეყენებინათ , რაც ითვალისწინებს ხელფასის დაკავებას. კომისიამ საჩივარი განუხილავი დატოვა შემდეგი გარემოების გამო რომ, საჩივარი შედგენილია სარჩევნო ყუთის გახსნის შემდეგ.

#6 მიქელწყაროს უბანზე წილის ყრით გამოვლენილი იქნა ქეთევან დავითაშვილი რომელმაც უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გაყოლაზე, კომისიის თავჯდომარის გადაწვეტილებით ერთპიროვნულად ფუნქციის შესრულება დაევალა თამაზ ისაევს. საჩივრის ავტორმა ნაციონალური პარტიის წარმომადგენელმა თავჯდომარის მიმართ დააყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. განცხადება საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განუხილავი დატოვა . სარჩევნო კოდექსის 72-ე მუხლის დაგენილების წესით, რაც ითვალისწინებს საჩივრის დარეგისრტრირების ვადებს. აღნისნულ ფაქტზე საჩივარი უნდა დაწერილიყო კენჭისყრის დღეს 7 საათიდან საარჩევნო ყუთიას დახურვამდე. #21 ლამისყანის უბანში ნაკადის მომწესრიგებელმა მარკირების შემოწმების გარეშე საარჩევნო უბანზე არაერთი ამომრჩეველი შეუშვა.

აღნისნული ფაქტი სამართლიანი არცევნების დამკვირვებელმა დაფიქსირა და თავდაპირველად უბანზე შემდეგ კი საოლქო საარცევნო კომისიაში საჩივარი დაწერა. საჩივრით სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელი ითხოვდა გატარებულიყო კომისიის თავჯდომარის, და ნაკადის მომწესრიგებლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. კომისიამ შეისწავლა საკითხი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და დადგინა, რომ თავჯდომარემ მაია ბეინაშვილმა ნაკადის მომწესრიგებელს პროცედურულ დარღვევებზე რამოდენიმეჯერ მისცა შენიშვნა. კომისიამ, მხოლოდ ნაკადის მომწესრიგებელს გამოუტანა დისციპლინური პასუხისმგებლობა ზომა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა.

კასპის 39/30 მაჟორიტარული ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი მაჟორიტარულ და პროპორციულ ოქმებზე, მთელი რიგი ხარვეზები დაფიქსირდა. არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ახალგაზრდა იურისტების და გაერთიანებული დემოკრატების მიერ დაიწერა სულ 22-ი საჩივარი. # 2- ორე კასპის და ნომერ 7 აღაიანის საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებში არსებულ ბათილად მიჩნეული ბიულეტინების და საარჩევნო სუბიექტების მიღებული ხმების რაოდენობის ჯამი, ერთით აღემატება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ოქმებზე რომლებზეც საჩივრები დაიწერა არიყო კომისიის ბეჭდები დასმული, ასევე კომისიის წევრთა ხელმოწერები სრულად არი ოქმებზე დაფიქსირებული სარჩევნო სუბიექტის მიღებული ხმები იყო რამოდენიმე ოქმში გადასწორებული, კომისიის ბეჭდის ნაცვლად დასმულიქონდა რეგისტრატორის ბეჭედი ასეთ ხარვეზიან ოქმებს არ ერთოდა შესწორების ოქმები რისგამოც სამართლიანმა არჩევნებმა და ახალგაზრდა იურისტებმა დაწერეს საჩივრები. სამართილანი არჩევნების განცხადებით კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ არცერთი უბანი არ გაბათილა და არ მოახდინა შედეგების ხელახალი გადათვლა, რაშეხება ოქმებზე დაწერილი საჩივრებიდან კასპის 30 ოლქმა მხოლოდ რამოდენიმე საჩივარი დააკმაყოფილა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე
ლეხურამ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში ადიდებულმა მდინარე ლეხურამ
12:35 / 10.05.2024
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას
ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა თავ­დას­ხმას ნო­დარ ჩა­ჩა­ნი­ძე­ზე, რო­მე­ლიც მისი სი­ძეა
12:06 / 10.05.2024
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ
ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
,,სპორტსმენი ახალგაზრდა ფეხბურთელებს საკუთარი გამოცდილების შესახებ ესაუბრა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.
16:47 / 09.05.2024
,,მელაკუდაში
,,მელაკუდაში" წარმოდგენილია სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი, თითოეული პროდუქტი სრულად აკმაყოფილებს საქართველოში დადგენილ სტანდარტს,
13:24 / 09.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.