რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
ლეონიდ თიბილოვმა ედუარდ კოკოითს დაბადების დღე მიულოცა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა დე-ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ კოკოითს დაბადების დღე მიულოცა.

ამის შესახებ ინფორმაციას თიბილოვის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული მილოცვის თანახმად, თიბილოვი ცხინვალის მთავრობის ყოფილ ლიდერს იმ დამსახურებებისთვის მადლობას უხდის, რომელიც ედუარდ კოკოითმა თავისი მმართველობის პერიოდში ოსი ხალხისთვის გასწია.

კერძოდ, თიბილოვის განცხადებით, ედუარდ კოკოითს ისეთ პერიოდში მოუწია მმართველობა, როდესაც 2004 და 2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან სამხედრო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

,,გარდა იმისა, რომ გიწევდათ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა, თქვენი მმართველობის პერიოდში საქართველოს არმიის აგრესიის მოგერიება მოგიხდათ 2004 წელს, ხოლო 2008 წელს დაუპირისპირდით საქართველოს ფაშისტურ ხელისუფლებას" - სწერს თიბილოვი ედუარდ კოკოითს.

ედუარდ კოკოითი 52 წლის გახდა. ის დე-ფაქტო რესპუბლიკის რიგით მეორე პრეზიდენტად 2001 წელს, ხოლო ხელახლა, 2006 წელს აირჩიეს და არაღიარებულ სახელმწიფოს 2011 წლამდე მართავდა.

პრეზიდენტად კოკოითის არჩევას საკმაოდ დაძაბული სიტუაცია ახლდა. კერძოდ, 2001 წლის დეკემბერში მეორე ტური გახდა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შედარებით არააგრესიული პოლიტიკის მწარმოებელი ლუდვიგ ჩიბიროვი აღარ აერჩიათ პრეზიდენტად.

პირველი ტურის წინ სერიოზულ კანდიდატებად მიიჩნეოდნენ მოქმედი პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი, სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტანისლავ კოჩიევი და ბიზნესმენი ედუარდ კოკოითი.

სამივე მათგანი აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსურ კონფლიქტში, რომელიც 1989-92 წლებში მიმდინარეობდა.

მაშინდელი ქართული პრესის ცნობით, ედუარდ კოკოევი (კოკოითი) ცნობილი «ბოევიკი» იყო და უშუალოდ საბრძოლო ოპერაციებს საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ქართული სოფლების წინააღმდეგ ახორციელებდა.

თავიანთ წინასაარჩევნო კამპანიაში კი, სამივე კანდიდატი ,,ოსურ სუვერენიტეტს" განიხილავდა.

მიუხედავად ამისა, ლუდვიგ ჩიბიროვი საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს რამდენჯერმე შეხვდა და მოლაპარაკებების წარმოება სცადეს, ამ ქმედებამ საქართველოს ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილ საზოგადოებაში მისი იმიჯი «დაამძიმა».

იყო კიდევ ერთი კანდიდატი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა თავმჯდომარის მოადგილე - ანატოლი ჩეხოევი, მაგრამ საბოლოოდ მან მონაწილეობაზე უარი თქვა.

პირველი ტურის შედეგად, ზემოთხსენებული მიზეზის გამო, ლუდვიგ ჩიბიროვი მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა, ედუარდ კოკოითმა ხმების 48 პროცენტი მიიღო, ხოლო სტანისლავ კოჩიევმა - 23 პროცენტი.

ლუდვიგ ჩიბიროვის ვაჟმა, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობს, გადაწყვიტა, მამის გადასარჩენად ძალა გამოეყენებინა..

მას უსამართლოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ მამამისს, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისათვის, პრეზიდენტად კვლავ არ აირჩევენ. ,,გარჩევაში" ჩაერივნენ «სპეცნაზელები», რამაც სახელმწიფო გადატრიალების შთაბეჭდილება შექმნა.

იმ დროინდელი პრესის ცნობით, ამან საკმაოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია ვლადიკავკაზშიც და მოსკოვშიც. რუსეთის ხელისუფლების ჩარევით, პოლიტიკური ბედი, საბოლოოდ, ედუარდ კოკოითის სასარგებლოდ გადაწყდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.