რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ვლადიკავკაზში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში ახალგაზრდა
სპორტსმენებს, მოჭიდავეებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაუტარა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.
გორელი მოჭიდავე ვლადიკავკაზის მერმა მახარბეკ ხადარცევმა მიიწვია. გორიდან, ლადო ხინჩეგაშვილთან ერთად, ქართველი ძიუდოისტი ანატოლი ავაზნელიც იმყოფებოდა.
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თავის მხრივ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მახარბეკ ხადარცევმა ლადო ხინჩეგაშვილი საერთო ნაცნობის ქორწილში გაიცნო. სწორედ, მაშინ მიიწვია სტუმრად ვლადიკავკაზში.
,,გაზეტა სლოვას" ცნობით, ლადო ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში თანამოგვარეები გაიცნო. რესტორანში ყოფნისას მასში ერთერთმა თანამოგვარემაც ოლიმპიური ჩემპიონი ამოიცნო.
ოსური ფესვების მქონე ქართველი მოჭიდავე დიდ ხანს ოცნებობდა მოენახულებინა ქალაქი, სადაც უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს.
მისი თქმით, ქალაქის მერისგან მოწვევის მიღება მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ხოლო ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ გაეცნო თავისი მოგვარეები.
„სასიამოვნოა, როდესაც შენ მხარს გიჭერენ, გგულშემატკივრობენ, როგორც ახლობელს, ღიად გიჩვენებენ თბილ დამოკიდებულებას, მოდიან შენთან, რათა გაგიცნონ“, - აღნიშნავს ,,გაზეტა სლოვასთან" ინტერვიუში ლადო ხინჩეგაშვილი.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები