რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ქალაქის მერის თქმით, გორში მხოლოდ სკვერებისა და გზების მშენებლობა მიმდინარეობს
,,ღია კარის დღის“ ფარგლებში დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე გავიდა.

იქ სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მერმა შეკრებილ საზოგადოებას ამხანაგობების შექმნისკენ და ,,სამოქალაქო ბიუჯეტირების" პროექტში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

მერია ,,ამხანაგობებს" თანხის 90% უხდის.

,,სამოქალაქო ბიუჯეტირების" პროგრამით კი, მოქალაქეთა გაერთიანებებს, საკუთარი შეხედულებისამებრ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განკარგვა შეუძლიათ.

შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში გორის მერმა ქალაქში დღეისათვის მიმდინარე სამუშოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

,,გაზრდილ მოთხოვნებს მერია ადექვატურად პასუხობს არსებულის რეაბილიტაციით და სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ახალი სკვერების მოწყობით. უკვე მოეწყო სკვერი კომბინატში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც ადრე სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი იყო. სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს სადგურზე, კეცხოველის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმთან და თეატრის მიმდებარედ. ჯამში წლის ბოლომდე ქალაქის ინფრასტრუქტურას 2 ახალი და 3 რეაბილიტირებული სკვერი შეემატება.“- განაცხადა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე სკვერის მშენებლობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 40 837 ლარია, 13 დეკემბერს დასრულდება.

სკვერის რეაბილიტაცია მე-3 პროექტია, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს ხორციელდება. მიმდინარე წელს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისა და და მდინარე მეჯუდის კალაპოტის გაწმენდის სამუშოები განხორციელდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.