რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
აუდიტის დასკვნით, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნიქოზის სკოლაში არსებული დარღვევის ფაქტები არ შეისწავლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოთხოვნით, მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი 4 ნოემბერს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის გამო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა შიდა აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნის ასლი მოითხოვა.

დაშტრიხულ დოკუმენტში, სადაც გვარ-სახელები გადაშლილია, ვკითხულობთ, რომ გორის რესურსცენტრის უფროსი არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობას, ხოლო ადგილი ჰქონდა სხვადასხვა სახის, თანაც განმეორებით დარღვევებს.

,,ვინაიდან ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის ფინანსური და განათლების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რიგ მათგანს სისტემური/განმეორებითი ხასიათი აქვს და თანხების რაიციონალური ხარჯვის პრინციპს არღვევს, მიუთითებს იმაზე, რომ რესურსცენტრის უფროსი ვერ უზრუნველყოფს რესურსცენტრის საქმიანობის კანონშესაბამისობისა და სათანადო ხელმძღვანელობას" - აღნიშნულია დასკვნაში.

აქედან გამომდინარე, აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ ზურაბ ქარელი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გათავისუფლდეს.

ზურაბ ქარელი გორის რესურსცენტრის უფროსად 2013 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა. შიდა აუდიტმა მისი საქმიანობა სწორედ ამ პერიოდიდან დაწყებული შეისწავლა. შესწავლის საფუძველი კონკრეტული განცხადება გახდა. თუ ვის მიერ შედგენილია ეს განცხადება, ეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია.

დასკვნა 33 გვერდიანია და მოიცავს, როგორც ხელფასების, პრემიების, ტენდერების საკითხებს, ასევე, რესურსცენტრის უფროსის მხრიდან სხვადასხვა საკითხებზე  შესულ საჩივრებზე რეაგირებას.

ნიქოზის სკოლის ამბავი

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2014 წლის 15 იანვარს რესურსცენტს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვით, ნიქოზის საჯარო სკოლაში, სავარაუდოდ, ადგილი აქვს სხვადასხვა სახის დარღვევებს, მათ შორის, ვეტერანის მოწმობის გაყალბების ფაქტს და სკოლაში ფიქტიური მოსწავლეების არსებობას.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, რესურსცენტრის უფროსმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რეაგირება არ მოახდინა, ხოლო განმცხადებელს მხოლოდ ერთი წინადადებებით მიმართა.  გორის მაშინდელ გამგებელს პაპუნა კობერიძეს სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მიემართა.

რესურსცენტრის დებულების მიხედვით,  ზურაბ ქარელი ვალდებული იყო საკითხი შეესწავლა და, მხოლოდ, ამის შემდეგ ეცნობებინა პოზიცია განმცხადებლისთვის. განათლების სამინისტროს სპეციალისტებმა საკითხის შესწავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია რესურსცენტრში ვერ მოიძიეს.

ირკვევა, რომ ამავე ნიქოზის სკოლაში სხვადასხვა ნორმატიული აქტების დარღვევით 2015 წლის ივლისში რამდენიმე მოსწავლე ექსტერნის ფორმით გამოცდებზე დაუშვეს.

ექსტერნი არის პირი, რომელმაც დამოუკიდებლად აითვისა საგანმანათლებლო პროგრამები, რის გამოც ეძლევა შესაძლებლობა შუალედური და სახელმწიფო ატესტაცია სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში გაიაროს.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა გაარკვია, რომ რეგისტრაციისას დოკუმენტებს თან არ ახლავს მოსწავლეების კანონიერი წარმომადგენლის საბუთები, ასევე, არეულია რეგისტრაციის თარიღები, ერთერთი განცხადება ხელმოწერის გარეშეა; არ არის მითითებული მოსწავლეების ძირითადი მონაცემები. რესურსცენტრის უფროსი ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გაპარულია ტექნიკურ შეცდომებს რეგისტრაციის დროს. ბრძანებების თარიღები არ მოდის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასთან და ა.შ..

პრემიები, ხელფასები


2014 წლის აგვისტოს თვეში სამსახურის უფროსი შვებულებაში 14 დღით გავიდა, მის მოვალეობას უფროსი სპეციალისტი ასრულებს, თუმცა, სახელფასო ანაზღაურებას სრულად სამსახურის უფროსი იღებს. სპეციალისტმა კი, რომელმაც თავისი მოვალეობა რესურსცენტრის ხელმძღვანელის ფუნქციასთან ერთად შეითავსა, დამატებითი ანაზღაურება არ აუღია.

აუდიტის სამსახურთან საუბარში ზურაბ ქარელი ამბობს, რომ შვებულების დროს, ის სამსახურში დადიოდა ერთი ორი საათით, შესაბამისად, სრული განაკვეთის თანხა ამიტომ აუღია. თუმცა, რესურსცენტრის თანამშრომლებმა ვერ დაადასტურეს დოკუმენტებით, თუ რის საფუძველზე მოხდა ხელფასების გაცემა არამართლზომიერად. 

აუდიტის დასკვნაში წერია, რომ გორის რესურსცენტრში არ მოქმედებს აღრიცხვის ჟურნალი, რომლის მიხედვით, თანამშრომელთა შესრულებული სამუშაოს მიხედვით ხელფასი უნდა გაიცეს.

2015 წლის აპრილში პრემიები გაცემულია ორ პირზე, რომლებიც შტატგარეშედ მუშაობდნენ. ამის თაობაზე მინისტრისგან თანხმობა გაცემული არ ყოფილა. ხოლო გარკვეული პერიოდის მანძილზე ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ და სახელფასო ანაზღაურება მიღებული აქვთ.

ინვენტარიზაცია

აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლების მტკიცებით, 2014-2015 წლებში მოშლილია ინვენტარიზაციის სისტემა, საინვენტარიზაციო აღწერები პასუხისმგებელი პირის მიერ არაა ხელმოწერილი.

აღწერილობის დასრულებისას მატერიალურად პასუხისმგებელ პირისგან ხელწერილი ჩამორთმეული არაა იმის შესახებ, რომ ინვენტარიზაცია მისი თანდასწრებით განხორციელდა და პრეტენზია არა აქვს.

დოკუმენტებში ძირითადი აქტივები სრული დასახელებებით არაა შეტანილი; ვერ მოიძებნა დოკუმენტი იმის შესახებ, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს ჩამოწერილი ბეჭედი რესურსცენტრის ბალანსზე ირიცხებოდა.

შესყიდვები

აუდიტის დასკვნით, 2014 წლიდან მოყოლებული რესურსცენტრში ტენდერების ჩატარების წესები დარღვეულია.

კერძოდ, განხორციელებულია ისეთი შესყიდვები, რომელიც წინასწარ დაგეგმილი არ იყო. რაც შეეხება დაგეგმილ შესყიდვებს, აქაც ძირითადად ნაწილში გახარჯული თანხები არ ემთხვევა დაგეგმილს.

მაგალითად, საკაბელო ტელევიზიასთან და ასევე შპს ,,დელტა პლიუსთან" გაფორმებულია ხელშეკრულებები, რომელთა შესყიდვა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. შპს ,,ახალ ნათებასთან" იმაზე მეტი თანხაა გადახდილი, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო და ა.შ.

2016 წლის 14 იანვარს რესურსცენტრსა და სს ,,ელიტ ელექტრონიკს" შორის მობილური ტელეფონის, ყურსასმენებისა და ფლეშ-მეხსიერების შესყიდვის მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულებაში მითითებული ორი კოდის მომსახურება შესყიდვების სააგენტოს წლიურ გეგმაში გათვალისწინებული არ ყოფილა.

,,ვინაიდან, რიგ შემთხვევებში, რესურსცენტრის შესყიდვების წლიურ გეგმაში არ არის საკმარისი ფინანსური რესურსი ცალკეული მომსახურების შესაძენად, აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მისი შედგენაგანხორციელებულია კონკრეტული შესყიდვის აუცილებლობის, საჭიროებისა და სავარაუდო ღირებულების სრულად განსაზღვრის გარეშე' - განმარტავს აუდიტი.

,,ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ზურაბ ქარელის მხრიდან ადგილი აქვს ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაცდომას, რაც გამოიხატა მის სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეულ შეუსრულებლობასა და არაჯეროვან შესრულებაში" - ასკვნის აუდიტი.

ფოტოზე: გორის რესურსცენტრის უფროსი ზურაბ ქარელი თანამშრომლებთან ერთად

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.