რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სამაცივრე და გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების მიზნით გორში შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ გორში, ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის სერვისცენტრში „აგროქართლი“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-I კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშემწყობ პროექტებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელებას.

ყურადღება გამახვილდა როგორც ფერმერთა მომსახურების ცენტრებისთვის გაწეულ ტექნიკურ დახმარებაზე, ასევე სასაწყობო, სამაცივრე და გადამამუშავებელი საწარმოების გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორთან, დაგლას ბოლისთან, USAID/REAP-ისა და USAID/ZRDA-ს პროექტების ხელმძღვანელებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შექმნილი ფერმერთა მომსახურების ცენტრი და საწარმოები დაათვალიერა.

ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის სერვის ცენტრი შპს ,,აგროქართლი“ USAID-ის პროექტის REAP დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრის შექმნისთვის 134,250 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ცენტრი დღეისათვის 11 400-ზე მეტ ფერმერს სთავაზობს ვეტერინარულ და მექანიზაციით მომსახურებას; ცენტრის ბაზაზე ტარდება ტრეინინგები და კონსულტაციები, 4 ჰა ფართობზე არსებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე მიმდინარეობს ფერმერთა მომზადება.

ქარელის მუნიციპალიტეტში შპს „ელენიქსტას“ სამაცივრე მეურნეობა USAID/REAP-ის ფარგლებში შეიქმნა. კომპანია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ბენეფიციარია. სამაცივრე მეურნეობის შექმნისთვის ჯამში 529,460 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 200 000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, 115,000 აშშ დოლარი USAID/REAP ინვესტიცია. სამაცივრე მეურნეობაში წლიურად 300 ტონა ხილის შენახვა-დასაწყობებაა შესაძლებელი. მეურნეობაში 5 ადგილობრივია დასაქმებული.

კომპანია აერთიანებს პირველად წარმოებას, სამაცივრე ტექნოლოგიებს და ხილის შრობას. კომპანია ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს როგორც ახალი, ისე გამომშრალი ხილით. ,,ელენიქსტა“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც მომხმარებელს კურკაგამოცლილი შავი ქლიავის ჩირი შეფუთული სახით შესთავაზა.

შპს „ელენიქსტა“ პროექტის ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარიცაა. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 1 ჰა ატმისა და 10 ჰა ქლიავის ბაღები გააშენა. ბაღის გასაშენებლად შპს „ელენიქსტამ“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დაფინანსება 51 650 ლარი მიიღო.

ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ხილის გადამამუშავებელი კომპანია შპს ,,ქარელის აგროინდუსტრიული კომპანია“ წლიურად 75 ტონა სხვადასხვა დასახელების ჩირს აწარმოებს. საწარმოში ჯამში 409 260 აშშ დოლარის ოდენობით ინვესტიცია განხორციელდა. აქედან, 204 630 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსება - 163 704 აშშ დოლარი. პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე ხორციელდება. საწარმოში 20 ადგილობრივია დასაქმებული.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის დონორი ორგანიზაციების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდა.

„დონორი ორგანიზაციების დახმარებით შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტების სამაცივრე მეურნეობები და განვითარდა ფერმერთა მომსახურების ცენტრები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებას, მოსავლის დანაკარგების შემცირებას და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის ზრდას უწყობს ხელს. დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს ყველა იმ სტანდარტის დაკმაყოფილება, რაც ქართული პროდუქციის მსოფლიოს ბაზარზე გასვლას უზრუნველყოფს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების საქმიანობა კოორდინირებულად ხორციელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ასეთი ტიპის კომუნიკაციას, რათა მაქსიმალურად ეფექტიანად მოვახდინოთ რესურსების განაწილება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის USAID/ZRDA ფარგლებში, შიდა ქართლის სოფლების მოსახლეობას ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში ვეხმარებით. ჩვენთვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო საიმედო პარტნიორია, განხორციელებული პროექტები კარგი თანამშრომლობის მაგალითია, რაც მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა, დაგლას ბოლიმ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში
ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
ხარდაჭერას ვუცხადებთ სტუდენტებს, რომლებმაც თბილ აუდიტორიებში ჯდომას, წვიმიან ქუჩებში ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომა არჩიეს.
00:05 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.