რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ბორჯომელი პოლიციელი, რომელსაც ჟურნალისტის ცემაში ადანაშაულებენ
ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ბორჯომში, ტელეკომპანია ,,იბერიის" ჟურნალისტის გიორგი გასვიანის ცემაში ედება ბრალი, ფოტოზე ასახული პიროვნებაა.

იგი ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი მიხეილ ხუციშვილია.

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის განცხადებით, სამართალდამცველებმა, მიხეილ ხუციშვილის მონაწილეობით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეწამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა. ჟურნალისტთან ინტერვიუ რადიო ჰერეთმა ჩაწერა.

რადიო ჰერეთთან საუბარში გიორგი გასვიანი ამბობს, რომ მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც შეესწრნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომლებმა გაიგეს, რომ ჟურნალისტი იყო, იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაემხილა.

გასვიანის მტკიცებით, ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი, აგრესიულობით გამოირჩეოდა. შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და ფაქტს სათანადო რეაგირება მოყვება.

საქმეს პროკურატურა იძიებს.

,,2016 წლის 19 დეკემბერს, შინაგან საქმეთა ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები.

"აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქმე გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. საქმეზე მიმდინარეობს საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, იკითხებიან მოწმეები, მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნულია და ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.