რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ევროპა დაფიქრდა გამოსავლის ძიებაზე” - აღმოსავლეთ პარტნიორობა შიდა ქართლში
,,2008 წლის ომის შემდეგ ევროპა დაფიქრდა გამოსავლის ძიებაზე” - შიდა
ქართლში აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის დამკვიდრებისა და მისი
საჭიროებების შესახებ საუბარს ასე იწყებს საქართველოს ეროვნული
პლატფორმის წარმომადგენელი რეგიონში.
შიდა ქართლში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ევროვნული პლატფორმის წარმომადგენლობა უკვე ერთი წელია მუშაობს.
მისი ხელმძღვანელი არინა თავაქარაშვილია.
,,ყველაზე მეტი საჭიროება, ამ იდეის განსახორციელებლად, სწორედ, ჩვენს რეგიონში გამოიკვეთა. პირველ რიგში, სახეზე გვაქვს 2008 წლის აგვისტოს ომი; რუსეთის აგრესია დაპრორუსული ორიენტაციის პოლიტიკის გავრცელების საშიშროება. ის რეალური სიტუაცია, რომელიც შიდა ქართლის მთელი ტერიტორია და განსაკუთრებით ეგრეთწოდებული საზღვრისპირა სოფლები, მცოცავი ანექსიით დაზარალებული სოფლები, მისი მოსახლეობა აღმოჩნდა, მოითხოვს აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის გაძლიერებას. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი არ შეწყდება, გაგრძელდება და მივაღწევთ იმ სასურველ შედეგს, რასაც რეალური, დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება ჰქვია” - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
ორგანიზაციის წარმომადეგნელი რეგიონში ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულმა პლატფორმამ პირადად მისი, საკუთარი იდეის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი.
,, ჩვენ ვიყავით კონფლიქტისპირა სოფლის სკოლებში. ჩვენ შევხვდით გორის ახალგაზრდობას. მაგალითად, ბოლო შეხვედრა სპორტის სამინისტროს ეგიდით განხორციელებული პროექტის მონაწილეებთან - საქართველოს მოხალისეებთან ერთად გავმართეთ. თითოეულ მათგანთან გამართული დიალოგი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მათ შორის, ინტერესებიც სხვადასხვა აღმოჩნდა. მრავალფეროვანმა გარემომ საშუალება მოგვცა იმისა, რომ ამ ფონზე გაგვეკეთებინა უფრო მეტი; უფრო მოთხოვნადი გაგვეხადა ცოდნა იმისა, თუ რა არის ევროპული სივრცე “ - განმარტავს არინა თავაქარაშვილი.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პლატფორმის შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპული პოლიტიკისა და ღირებულებების გავრცელების თემამ ახალგაზრდობა გააერთიანა. როგორც არინა თავაქარაშვილი ამბობს, სწორედ, ამ პერიოდში კასპის სკოლა-გიმნაზიაში ტოტალიტარიზმის მუზეუმიც გაჩნდა.
პროცესის დასაწყისში კასპის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებთან ლექცია ჩატარდა.
აქვე ტოტალიტარიზმის მუზეუმი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდები წარსულში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას იღებენ. მას შემდეგ ამ მუზეუმში სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლებისა და საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც იკრიბებიან.
შეხვედრებში საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულები. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მდინარაძე გამოთქვამს იმედს, რომ დაწყებული პროცესი გაგრძელდება.
,, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ევროინტეგრაციის საკითხებზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე ბევრი შეხვედრა უნდა გაიმართოს სხვადასხვა ჯგუფებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო მარტივ და ყველასათვის გასაგებენაზე,” - აღნიშნა ნათია მდინარაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი თამარ მურალოვა ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურობს. ის თითქმის ყველა იმ ინიციატივაშია ჩართული, რომელიც ქალთა მოანწილეობას ეხება. იგი ეროვნული პლატფორმის ინიციატივას მიესალმება და თავისი აქტიურობით სხვა საჯარო მოხელეებს მაგალითს აძლევს:
,,სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს. სიხარული არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვისთვის” - ამბობს თამარ მურალოვა.
,,ევროკავშირი და მისი ღირებულებები არ არის საგანი, რომელსაც მარტივად გაფცქვნი დამიიღებ. ეს არის პროცესი, რომელსაც ჭირდება ცოდნა და შემდგომ მისი გამოყენება” - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
ევროკავშირის დახმარებით, პროექტის განხორციელება ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებში დაიწყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას ესაზღვრება.
მისი განხორციელება, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში, თითქმის, ერთი წელია მიმდინარეობს.
ორგანიზაციას თავდაპირველად ლაშა ტუღუში ხელმძღვანელობდა, ამჟამად, მისიხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილია.
ლაშა ტუღუშის თქმით, თვითმმართველობის სფეროში როგორც მოქალაქეების ნაკლები ჩართულობა და ნაკლები ინფორმირებულობაა, ასევე, ხარვეზები არსებობს კანონშიც.
მისი აზრით, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებას მეტი რესურსი უნდა ჰქონდეს.
,,თუ ადამიანი ხედავს, რომ დიდი ძალისხმევა ჭირდება მისი ინიციატივისგანხორციელებას, ხელს ჩაიქნევს. დემოკრატია ადგილზე ვითარდება. ხელი უნდა შეეწყოს ასეთ ადამიანებს. ყველა არ არის გმირი, მებრძოლი.” - განმარტავს ლაშა ტუღუში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა 149 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შიდა ქართლის გარდა სამი რეგიონული წარმომადგენლობა - იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში აქვს.

პლატფორმის
საჭიროება რეგიონში

შეხვედრები
მოსწავლეებთან და სტუდენტებთან
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, პლატფორმის შესახებ, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაა.
ევროპული პოლიტიკისა და ღირებულებების გავრცელების თემამ ახალგაზრდობა გააერთიანა. როგორც არინა თავაქარაშვილი ამბობს, სწორედ, ამ პერიოდში კასპის სკოლა-გიმნაზიაში ტოტალიტარიზმის მუზეუმიც გაჩნდა.
პროცესის დასაწყისში კასპის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეებთან ლექცია ჩატარდა.
აქვე ტოტალიტარიზმის მუზეუმი გაიხსნა, სადაც ახალგაზრდები წარსულში არსებული ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციას იღებენ. მას შემდეგ ამ მუზეუმში სხვა ქალაქების უმაღლესი სასწავლებლებისა და საჯარო სკოლების ახალგაზრდებიც იკრიბებიან.
ჩართული საჯარო
მოხელეები
შეხვედრებში საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულები. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მდინარაძე გამოთქვამს იმედს, რომ დაწყებული პროცესი გაგრძელდება.
,, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ევროინტეგრაციის საკითხებზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ პროექტებს. ვფიქრობ, რომ ამ საკითხებზე ბევრი შეხვედრა უნდა გაიმართოს სხვადასხვა ჯგუფებთან. შეხვედრებზე საუბარი იყო მარტივ და ყველასათვის გასაგებენაზე,” - აღნიშნა ნათია მდინარაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი თამარ მურალოვა ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურობს. ის თითქმის ყველა იმ ინიციატივაშია ჩართული, რომელიც ქალთა მოანწილეობას ეხება. იგი ეროვნული პლატფორმის ინიციატივას მიესალმება და თავისი აქტიურობით სხვა საჯარო მოხელეებს მაგალითს აძლევს:
,,სულ სხვანაირად მიაბიჯებს ადამიანი, როცა იცის, რომ თან სიხარული მიაქვს. სიხარული არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვისთვის” - ამბობს თამარ მურალოვა.
,,ევროკავშირი და მისი ღირებულებები არ არის საგანი, რომელსაც მარტივად გაფცქვნი დამიიღებ. ეს არის პროცესი, რომელსაც ჭირდება ცოდნა და შემდგომ მისი გამოყენება” - ამბობს არინა თავაქარაშვილი.
პროექტის
შესახებ
ევროკავშირის დახმარებით, პროექტის განხორციელება ყოფილი საბჭოთა კავშირის იმ ქვეყნებში დაიწყო, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას ესაზღვრება.
მისი განხორციელება, საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში, თითქმის, ერთი წელია მიმდინარეობს.
ორგანიზაციას თავდაპირველად ლაშა ტუღუში ხელმძღვანელობდა, ამჟამად, მისიხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილია.
ლაშა ტუღუშის თქმით, თვითმმართველობის სფეროში როგორც მოქალაქეების ნაკლები ჩართულობა და ნაკლები ინფორმირებულობაა, ასევე, ხარვეზები არსებობს კანონშიც.
მისი აზრით, ადგილობრივ დონეზე საზოგადოებას მეტი რესურსი უნდა ჰქონდეს.
,,თუ ადამიანი ხედავს, რომ დიდი ძალისხმევა ჭირდება მისი ინიციატივისგანხორციელებას, ხელს ჩაიქნევს. დემოკრატია ადგილზე ვითარდება. ხელი უნდა შეეწყოს ასეთ ადამიანებს. ყველა არ არის გმირი, მებრძოლი.” - განმარტავს ლაშა ტუღუში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა 149 ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შიდა ქართლის გარდა სამი რეგიონული წარმომადგენლობა - იმერეთში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში აქვს.
ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები