რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
,,მადლობა ღმერთს სიმართლე გაირკვა და ყველა დამშვიდდა” – გოგონას ძალადობაში დადანაშაულებული ბიჭის დედის ღია წერილი

დადასტურებული ფაქტია, რომ გოგონას და ბიჭს თვეების წინ ერთმანეთი უყვარდათ. გამოძიებამ მობილური ტელეფონების და კომპიუტერის მონაცემები შეისწავლა. 17 წლის ბიჭი კი გამოძიებამ მეორე დღესვე მამასთან ერთად დაკითხა, სადაც აღნიშნა, რომ ბოლო დროს გოგონასთან არავითარი ურთიერთობა ჰქონდა და თვეების დაშორებულები იყვნენ. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ისიც აღნიშნა, რომ დაშორებამდე გოგონასთან, მხოლოდ, ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა.

მიუხედავად ამისა, ოჯახიც და გამოძიებაც დაზარალებული გოგონას გამოჯანმრთელებას და გონზე მოსვლას ელოდებოდა. ამჟამად, გოგონა კონტაქტურია და ოჯახისთვის ცნობილი გახდა, რომ 17 წლის მ.თ. ეჭვმიტანილი აღარ არის. ის გამოძიებას აღარ დაუბარებია. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ბიჭის დედას შეხვდა, რომელმაც გამოსაქვეყნებლად წერილი გადმოგვცა:

,,მე, პირადად, და ჩემი ოჯახი შესძრა იმ ფაქტმა, რაც 3 ივნისს გორში მოხდა. ძალიან შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ ყოველგვარი მიზეზისა და საფუძვლის გარეშე ხელი ჩემს უდანაშაულო შვილს დაადეს. ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე გამორჩეული და სასურველი იყო იმ ბიჭებში, ვისაც ამ გოგონასთან ურთიერთობა ჰქონდა; ან ვიღაც აქეზებდა დედას, რომელიც მარტო ჩემს შვილს კი არა, გამომძიებელსაც ადანაშაულებდა, რომელსაც თურმე არასწორად მიჰყავდა გამოძიება”

,,დედა უსინდისოდ იტყუება, როცა ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთი ბინა თითქოს ჩემი ნათესავის იყო და გასაღები ჩემს შვილს ჰქონდა; ეს არის ტყუილი. არავითარი ხე-ტყის ბიზნესი არა აქვს ჩემს მეუღლეს, ხუთ წელზე მეტია, და არც სამმართველოს უფროსს ვიცნობთ. ამ უსაფუძვლო ჭორების გავრცელებაში ლომის წილი ჟურნალისტებს მიუძღვით. ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტმა თეა ხურცილავამ გამოაქვეყნა წერილი ყოველგვარი დასაბუთების და გადამოწმების გარეშე, რაზეც მოვითხოვთ, რომ დაიწეროს საპასუხო წერილი და ბოდიში მოიხადოს. გამოძიების დასრულებამდე ჩემი, არასრულწლოვანი შვილის სახელის გამოყენება და მისთვის დანაშაულის დაბრალება, ასევე დანაშაულია”

,,არასამთავრობოებმა გორში აქცია გამართეს დევიზით ,,არა ძალადობას”, ხალხო, სად იყო ძალადობა?! რა ძალადობაზეა საუბარი?! ხალხი ჭორაობდა, ქალაქგარეთაც გავრცელდა ხმები, რაიონებიდან გვირეკავდნენ. ვინც იცნობს ჩემს შვილს და ჩემს ოჯახს, ყველა მხარში დაგვიდგა, კბილებით იცავდნენ ჩემს შვილს, ოჯახს ამ ბინძური ჭორებისგან. ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის”

,,ჩვენ ვუხსნიდით ყველას, თავს ვიცავდით, მაგრამ არ ვიცი, ვისთვის ან რისთვის გვჭირდებოდა ეს დაცვა? მადლობა ღმერთს სიმართლე გაირკვა და ყველა დამშვიდდა.”

,,მე და ჩემი ოჯახი მოვითხოვთ, რომ გოგონას დედამ მოიწვიოს ,,კვირის პალიტრის” ჟურნალისტი თეა ხურცილავა და იმ წერილის საპასუხოდ მოიხადოს ბოდიში ჩემი შვილის, ჩემი ოჯახის და საზოგადოების წინაშე, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს.”

,,ჩემს შვილს ასეთი სისაძაგლე არ ჩაუდენია. ის სწავლობს, ვარჯიშობს, წარმატებული სპორტსმენია თავისუფალ ჭიდაობაში. ქებაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ყველას უყვარს: ამხანაგებს, მასწავლებლებს, მეზობლებს. გამორჩეულია. მისგან შორსაა ძალადობა და სისაძაგლე, რაც დააბრალეს. ჰკითხეთ მასწავლებლებს, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს; უქმად არ ჩერდება. დამატებით ოთხ მასწავლებელთან სწავლობს. უყვარს თევზაობა, ნადირობა. მეორე შვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეოთხე კურსის წარმატებული სტუდენტია. გაცვლითი პროგრამით იტალიის ქალაქ სალერნოს უნივერსიტეტში სწავლობს ამჟამად. ჩემი მეუღლე მურად თოფჩიშვილი გორის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია უკვე მეოთხე მოწვევის. დიახ, მე ნამდვილად ვამაყობ ჩემი ოჯახით”

,,ჩემს ძვირფას გორელებს, ჩემი ატენის ხეობის ხალხს მოვუწოდებ, რომ სხვის შვილს ტყუილად და უმიზეზოდ ჩირქს ნუ მოსცხებენ, ბინძურ ჭორებს ნუ გაავრცელებენ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიხაროდეს სხვისი შვილის წარმატება და ეს სიყვარული ასმაგად დაგვიბრუნდება” პატივისცემით ლია ყველაშვილი-თოფჩიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.