რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
გორის ჯაზ-ბენდის ,,კანუდოსის" წევრებს ბაკურიანის კონცერტი გაუუქმეს
გორის ჯაზ-ბენდის ,,კანუდოსის" წევრები ბაკურიანში დაგეგმილ კონცერტზე აღარ წაიყვანეს.

გამგზავრებამდე ორი საათით ადრე მუსიკოსებს განუცხადეს, რომ კონცერტი აღარ გაიმართებოდა, რადგან მიკროავტობუსის დაზიანების გამო, მათი ტრანსპორტირება შეუძლებელი გახდა.

ეს ამბავი, როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, ჯგუფის წევრებს მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ აცნობა.

შალვა ტლაშაძე ამბობს, რომ ჯგუფის წევრებისთვის პირადად მას არ უნდა დაერეკა:

,,ჩემი დანაშაული, მხოლოდ, ისაა, რომ გუნდის წევრებს დავურეკე. იმიტომ, რომ მე მქონდა მათი საკონტაქტო ნომრები. სინამდვილეში, ბაკურიანში კონცერტი ჩვენ, ანუ მერიის სამსახურის წარმომადგენლებს არ დაუგეგმავთ." - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

როგორც მან გვითხრა, ბაკურიანში ერთერთი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის დახურვის ცერემონიალი ჯაზ-ბენდის კონცერტით უნდა აღნიშნულიყო.

,,ამ ორგანიზაციას ჩვენ, თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დავუფინანსეთ პროექტი. 23 დეკემბერს ბავშვები წაიყვანეს ბაკურიანში. 26 დეკემბერს კი, კონცერტი უნდა გამართულიყო. ,,კანუდოსთან" ურთიერთობა მათ ჰქონდათ. 26 დეკემბერს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ მიკროავტობუსი დაზიანდა, გორიდან კი მუსიკოსებს ვეღარ წავიყვანთო. რადგანაც, საკონტაქტო ნომრები მქონდა, ეს ამბავი ჯგუფის წევრებს მე შევატყობინე" - განმარტავს შალვა ტლაშაძე.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას თანხა მერიისგან ჯერ არ ჩარიცხვია.

,,წარმოადგენენ ხარჯთაღრიცხვას და იმის მიხედვით მოხდება თანხის გადარიცხვა. მათ შორის რა ურთიერთობა იყო და ხელშეკრულება დადებული იყო თუ არა, ეს დეტალები ჩვენთვის ცნობილი არაა" - აცხადებს შალვა ტლაშაძე.

ჯაზ-ბენდის წევრებმა კი, ბაკურიანის კონცერტზე წასასვლელად რეპეტიციები გაიარეს, მოსამზადებლად დრო დახარჯეს და მიკროავტობუსს სარეპეტიციოში ელოდებოდნენ.

ჯგუფი 2007 წელს გიტარისტმა, ნიკოლოზ ღვინიაშვილმა ჩამოაყალიბა. ბენდი, მშობლიურ ქალაქში, შექმნის დღიდან მალევე გახდა პოპულარული. რეპერტუარი შეადგენს ძირითადად პროგრესულ, მოდერნისტულ ჯაზს და ფუჟენს, ფანკის ბლუზის და სოულის ელემენტებით.

მისი წევრები არიან: თეო ლომსაძე (ვოკალი), ნიკოლოზ ღვინიაშვილი (რითმ გიტარა) რამაზ ნადირაძე (სოლო გიტარა); გია დალაქიშვილი (ბას გიტარა); თორნიკე ლომსაძე (ფლეიტა, საქსოფონი) მიხეილ ჯინისიანი (დასარტყამი ინსტრუმენტები)

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21
მარტს,
,,სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება ერისთავის თეატრში, შაბათს, 21 მარტს,
18:27 / 19.03.2026
სიტყვა

სიტყვა "კონდიციონერი" პირველად 1815 წელს გაჩნდა, როცა ფრანგმა ჟან შაბანესმა ბრიტანეთის

17:47 / 19.03.2026
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
აღნიშნულის შესახებ სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
18:32 / 18.03.2026
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება
კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება "საქართველოს რკინიგზა".
18:18 / 18.03.2026
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან
დაადასტურა
ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ 22:47 საათზე კლინიკასთან დაადასტურა
23:21 / 17.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.