ლენა გიგუაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ ის ,,ქართული პარტიის” ლიდერის, ყოფილი გენპროკურორის, შსს-ს და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ნათესავია დედის მხრიდან. გარდა ამისა, ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის თქმით, გორის მერობის კანდიდატი ,,ქართული პარტიიდან” კახა ერგემლიძე დედის ძმისშვილიშვილია.
,,თუკი ნათესავები არიან, რატომ ღალატობთ? ,,ნაციონალურ მოძრაობაში” რატომ ხართ?” – ჰკითხეს ყოფილი მმართველი გუნდის წარმომადგენელს. ,,არ ვღალატობ. აქ სწორედ მისი ხმები დაითვლება. უბანზე პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და არავითარ დარღვევას ჰქონია ადგილი” – განაცხადა ლენა გიგუაშვილმა.
ტყვიავის ორივე უბანზე ,,ქართულმა პარტიამ” პროპორციულადაც, მაჟორიტარულადაც და რაიონის გამგებლის არჩევნებშიც წააგო.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები