რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს სოციალური დახმარება გაუორმაგდება
უკიდურესად გაჭირვებულ დევნილებს სოციალური დახმარება
გაუორმაგდება.
ამის შესახებ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, გორში, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან გამართულ შეხვედრის დროს, განაცხადა.
მისი განმარტებით, ამის გამო, „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ ცვლილებები შევა.
,,რეფორმის მთავარი მიზანია, რომ თანხა იმ ადამიანებზე დაიხარჯოს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ." - განაცხადა მინისტრმა.
ცვლილებები არანაირად არ ეხება დევნილის სტატუსს, სტატუსი უნარჩუნდება ყველა დევნილს, როგორც დაბრუნების უფლება.
ქულთა შეფასების კრიტერიუმები
საცხოვრებელი პირობები არის განსაკუთრებით მძიმე და რადიკალურად არ შეესაბამება მინიმალურ საცხოვრებელ პირობებს (დევნილი ოჯახი ცხოვრობს ავტოფარეხში, შენობის კიბის უჯრედში, საყარაულო ჯიხურში, თვითნაკეთებ ხის/ფიცრულ შენობაში, მიწურში და სხვა) - ენიჭება 3 ქულა.
დევნილ ოჯახს რომელსაც ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა მიენიჭება, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იყო სამი არასრულწლოვანი წევრი, ხოლო ყოველ მომდევნოზე არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა.
კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოჯახი რომლის წევრიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი და გარდაეცვალა მიიღებს 1,5 ქულას. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა.
დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.
ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი 2 ქულის ნაცვლად მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა.
დევნილი ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში, შეავსებს განაცხადს დამატებით მიენიჭება 2,5 ქულა. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს.
გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს, 2 ქულის ნაცვლად, მიენიჭება 2,5 ქულა, თუ იგი განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს.
სოზარ სუბარმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მიმდინარე პროექტები გააცნო.
ამავე რეფორმის ფარგლებში დევნილთათვის გათვალისწინებული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის ტემპები გაორმაგდება.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები