რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თიბისი ბანკის ტრენინგები აგროსექტორში ჩართული პირებისთვის
თიბისი ბანკი აგროსექტორით დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას
აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ გაიღრმავონ ცოდნა აგრომენეჯმენტის
მიმართულებით. ტრენინგები უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოს თითქმის
ყველა რეგიონში ტარდება და მას მოწვეული ექსპერტები უძღვებიან,
რომლებსაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვთ თანამედროვე
მეურნეობების მართვაში.
რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა სოფლის მეურნეობით დაინტერესებული პირების დატრენინგება და კონკრეტულად, რა მიმართულებით შეუძლიათ ფერმერებს ცოდნის გაღრმავება - თემაზე თიბისი ბანკის აგრობიზნესის მართვის ჯგუფის უფროსი, ვეფხვია ლომინაშვილი გვესაუბრება.
• რატომ გადაწყვიტა თიბისი ბანკმა აგროსექტორში ჩართული პირების დატრენინგება და რამდენი ხანია, რაც თიბისი ბანკი ამ მიმართულებით ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას?
თიბისი ბანკი ლიდერი ბანკია აგროდაკრედიტების ბაზარზე. ჩვენს მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ როგორც მსხვილი ფერმერები, ასევე წვრილ საოჯახო მეურნეობით დაკავებული პირები. მეურნეობების წარმატებისათვის საჭიროა მისი არა მხოლოდ ფულადი სახსრებით უზრუნველყოფა, არამედ მეურნეობობის რესურსების სწორი და რაციონალური განკარგვა. არ აქვს მნიშვნელობა საქმე გვაქვს მსხვილ ფერმერულ თუ წვრილ საოჯახო მეურნეობასთან. დღეს ფერმერები ამ მხრივ ინფრომაციის სიმწირესაც განიცდიან. სწორედ ამან გვიბიძგა, დაგვეწყო ტრენინგების სერია აგროსექტორში ჩართული პირებისთვის, რომლის მეშვეობითაც უზრუნველვყოფდით მათთვის სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებას აგრომენეჯმენტის საკითხებზე. ტრენინგები დავიწყეთ გასული წლის დასაწყისიდან და ის დღემდე მიმდინარეობს.
• რა თემებს მოიცავს ტრენინგები, ვინ უძღვება მათ და ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება?
ტრენინგების პირველ ნაწილი მოიცავს აგრომეურნეობის ფინანსური დაგეგმვისა და მართვის საბაზისო საკითხებს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ეკონომიკურ შეფასებას - წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების სწორად განსაზღვრას და მეურნეობის მოგება-ზარალს, სესხის აღების მიზანშეწონილობას, მისი მოცულობის და ეფექტის სწორად განსაზღვრას.
ტრენინგებს უძღვებიან მოწვეული ექსპერტები, რომლებსაც გააჩნიათ თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება თანამედროვე მეურნეობების მართვაში როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ტრენინგები ტარდება ფაქტობრივად საქართველოს ყველა რეგიონში და მასზე დასწრება შეუძლია თიბისი ბანკის იმ კლიენტებს, რომლებიც აგროსაქმიანობით არიან დაკავებული. ტრენინგები სრულად დაფინანსებულია თიბისი ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მიერ.
• რამდენად დიდია ტრენინგების მიმართ ინტერესი სოფლის მეურნეობაში ჩართული პირების მხრიდან?
ინტერესი საკმაოდ დიდია. ძალიან ხშირია, როდესაც ტრენინგზე მონაწილე ფერმერების სურვილით, პრაქტიკული გაანგრიშებები კეთდება კონკრეტულად მათი მეურნეობების მაგალითებზე. ეს კი ბუნებრივია, ფერმერების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს. თითოეულ ტრენინგს დაახლოებით 30 დაინტერესებული პირი ესწრება. დღესდღეობით უკვე 1000-ზე მეტმა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ტრენინგში და გაიღრმავა ცოდნა თავისი საქმიანობის მიმართულებით.
• როგორ ხდება რეგისტრაცია და როგორ შეუძლია მოსახლეობას შეიტყოს კონკრეტული ტრენინგისა და მისი განრიგის შესახებ?
ტრენინგების შესახებ ინფორმაცის მიღება, ასევე ტრენინგზე ჩაწერა კლიენტებს თიბისი ბანკის ფილიალებში შეუძლიათ.
• როგორც ცნობილია, თიბისი ბანკი აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად ტრენინგების გარდა სხვა პროექტებსაც ახორციელებს. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, რა პროექტებზეა საუბარი?
გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ ბაზარზე გამოვიტანეთ ახალი უნიკალური პროდუქტი აგროსაინვესტიციო სესხი, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ხორციელდება და ხელს უწყობს ქვეყანაში თანამედროვე ტიპის მრავალწლოვანი ბაღების, პლანტაციების გაშენებას. ამ პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კონკრეტული პროექტის განხილვის დროს ძირითად ფინანსურ გათვლებს ჩვენ ვაკეთებთ არა მიმდინარე, არამედ სამომავლოდ, გაშენებული ბაღებიდან მისაღებ შემოსავლებზე. ეს კი დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით და სესხის ძირითადი თანხების გადახდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც მის მიერ გაშენებული ბაღი შევა კომერციულ მსხმოიარობაში.
პროექტის ფარგლებში გაცემული სესხების მოცულობამ უკვე 5 მილიონ ლარს გადააჭარბა. დაფინანსებულია თხილის, კაკლის, ვაშლის, კივის და მოცვის ბაღების გაშენება.
• როგორია თქვენი სამომავლო გეგმები აგროსექტორის განვითარების ხელშესაწყობად? გეგმავს თუ არა თიბისი ბანკი ახალი პროექტების განხორციელებას ამ მიმართულებით?
ჩვენ ვართ მუდმივად ახლის ძიების პროცესში. ისევე როგორც შარშან, წელსაც ვგეგმავთ ბაზარზე გამოვიტანოთ ახალი, ინოვაციური პროდუქტები, რომელიც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
ამ ეტაპზე, კონკრეტული პროექტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა აგროსექტორში ჩართულ პირებს ბევრ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები