რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ანონსი: გორის უნივერსიტეტში პრეზიდენტთან საჯარო დისკუსია გაიმართება
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უშიშროების საკითხებზე საერთო ეროვნულ დისკუსიას რეგიონებში განაგრძობს.

ხვალ, 15 მარტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, 13:00 სთ-ზე, საჯარო დისკუსია თემაზე „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“ გაიმართება.

დისკუსიაში მონაწილეობას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ადგილობრივი ხელისუფლების, შიდა ქართლში მოქმედი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ჯერ კიდევ, 2016 წლის ნოემბერში, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლებლობის შესახებ, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

უსაფრთხოების ბუნების, მისი რეალიზების საშუალებებისა და მიზნების მრავალფეროვნების პირობებში პრეზიდენტისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება ისეთი პრინციპული ხასიათის საკითხის დამუშავებას, როგორიც არის ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობა.

,,სამხედრო ძალების კომპლექსურ ჩართულობასთან ერთად, თანამედროვე კონფლიქტების დამახასიათებელ მხარედ იქცა პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო, ჰიბრიდული და სხვა ფორმების გამოყენება. ასეთ პირობებში, უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, წინა პლანზე იწევს სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქის შესაძლებლობათა გაერთიანების ამოცანა." - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფორმულირებული პარადიგმა „დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო“ ხაზს უსვამს, რომ ეროვნული უშიშროების უზრუნველყოფის პროცესში მმართველობის ორგანოებთან ერთად, აუცილებელია ჩართული იყოს საზოგადოების ყველა ფენა, როგორც პრობლემათა იდენტიფიკაციის, ისე მათი სისტემატიზირება-ანალიზისა და რეკომენდაციების დამუშავების სტადიებზე. ასეთი მიდგომა შექმნის შესაძლებლობას, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი - უსაფრთხოების მიმართულებით გაერთიანდეს ყველა არსებული რესურსი, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით მომზადდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების თემაზე ძირითადი საბაზისო მასალები, ჩამოყალიბდეს ერთიანი ხედვა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, დისკუსიის დაწყებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

შეხვედრა გორის უნივერსიტეტში გაიმართება 15 მარტს 13:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.