კალენდარი
«« თებერვალი 2023 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 12345
ახალი ამბები
დოესის სასმელი წყალი უხარისხო აღმოჩნდა - ჩამონათვალში სურამის მესამე საჯარო სკოლაც მოხვდა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესისა და დაბა სურამის მე-3 საჯარო სკოლების სასმელი წყლის ხარისხი შესაბამის სტანდარტებს არ შეესაბამება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს.

სახალხო დამცველმა არასრულწლოვანთათვის უსაფრთხო და უვნებელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარულ–ჰიგიენური ნორმების დაცვისა და მონიტორინგის მექანიზმის შექმნის შესახებ,საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა.

სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2015-2016 წლებში, საქართველოს მასშტაბით, სასმელი წყლის 129 სინჯი გამოიკვლიეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებიდან (საჯარო სკოლები) აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს და წყლის არაეფექტური გაუსნებოვნებით არის გამოწვეული.

ამ ჩამონათვალში, სწორედ, დოესისა და სურამის მესამე სკოლიდან აღებული სინჯებიც მოხვდა.

სურამის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა სხილაძე ამბობს, რომ წყლის ნიმუშად ჭის წყალი აიღეს:

,,მე მაშინ დეკრეტულ შვებულებაში ვიყავი. მოხდა გაუგებრობა. ნაცვლად ონკანის წყლისა, ჭის წყალი წაუღიათ. ჭის წყალი კი, 2016 წლის სექტემბრიდან იქლორება" - ამბობს ნანა სხილაძე.

მისი თქმით, მოსწავლეები ჭის წყალს დასალევად არ იყენებდნენ. ონკანის წყალი კი,  სურამის წყალმომარაგების ქსელზეა მიერთებული.

რაც შეეხება დოესს, აქ მოსწავლეებიც სოფლის წყალს სვამენ.

,,2013 წელს სერიოზული სამუშაოები ჩატარდა სასმელ წყალზე. წელს ცენტრალურ მაგისტრალზე დაერთებული პატარა დიამეტრის მქონე მილი შეიცვალა დიდი დიამეტრის მქონე მილით, რამაც მოსახლეობას სასმელი წყლის მოხმარების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუუმჯობესა. წყალი ოჯახებში შეიყვანეს" - აცხადებენ მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

კასპის რესურს-ცენტრის უფროსი რუსუდან მიგრიაული ამბობს, რომ სკოლიდან სინჯები ნამდვილად აიღეს.

,,მე არანაირი უფლება მაქვს ეჭვი შევიტანო ამ მონაცემების სისწორეში. ამ წყლით მთლიანად სოფელი მარაგდება" - ამბობს რუსუდან მიგრიაული.

სახალხო დამცველი აცხადებს, ქვეყანაში ცენტრალურ დონეზე არ იქნა განსაზღვრული მონიტორინგის სახელმწიფო ორგანო, რომლის პირდაპირ და ძირითად ვალდებულებასაც ბავშვთა სააღმზრდელო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასმელი წყლის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის საკითხების საყოველთაო და რეგულარული კონტროლი უნდა წარმოადგენდეს.

მისი აზრით, უნდა განისაზღვროს სასმელი წყლის ხელმისაწვდომობასა და ხარისხზე ზედამხედველობის მექანიზმი;

ასევე აუცილებელია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შედგეს აქტიური კოორდინაცია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის, ასევე, ამ კუთხით დაავადებათა პრევენციის საკითხებზე.

,,არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. მსგავსი ტენდენცია განსაკუთრებით თავს იჩენს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლებში. " - აღნიშნულია სახალხო დამცველის დასკვნაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-ხიდისთავის გზაზე
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორი-ხიდისთავის გზაზე
17:52 / 05.02.2023
ხარირემი აღმოჩენილია ხაშურში, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ბრილის ტერიტორიაზე
ხარირემი აღმოჩენილია ხაშურში, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილის ტერიტორიაზე
17:27 / 05.02.2023
ორივე მიწის ნაკვეთი გაერთიანდა და ახლა კომპანიას ეკუთვნის,
რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან ლეხლაითნერია

ორივე მიწის ნაკვეთი გაერთიანდა და ახლა კომპანიას ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ლევან ლეხლაითნერია

17:08 / 05.02.2023
სამუშაოები 2022 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა
მოულოდნელად შეჩედა.
სამუშაოები 2022 წლის 31 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მოულოდნელად შეჩედა.
13:54 / 04.02.2023
პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან
გრანტის სახით
პროექტის საერთო ბიუჯეტი 958 836 ევროა, საიდანაც ევროკავშირისგან გრანტის სახით
13:36 / 04.02.2023
ვიდეორეპორტაჟი
პროექტს "ბედნიერი ახალი წელი" სადღესასწაულო ცენტრი ,,დისნეი'' ახორიცელებს გორის
ამ სოფელში მოსახვედრად ბევრი გზის გავლა არაა საჭირო. წრომთან ძალიან ახლოსაა,

პატარა ყელეთში ახლა 5 კომლი ცხოვრობს. მათგან ერთ-ერთი ნოდარ ლომიძის ოჯახია.

შორიდან ქალის ხმა გაისხმა? - ,,ჰოუ, რომელი ხარ?!"
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.