რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,გორის დარბაზის" არსებობას და მის სახელს პრეზიდენტი მიესალმა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ,,გორის დარბაზის" არსებობასა და მის სახელწოდებას მიესალმა.

ამის შესახებ მარგველაშვილმა, დღეს, ადგილობრივ უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის დროს, ,,დარბაზის" დამფუძნებელს თამაზ მაყაშვილს განუცხადა.

თამაზ მაყაშვილმა პრეზიდენტს, მმართველ გუნდთან დაპირისპირების თაობაზე, შეკითხვა დაუსვა.

,,პირველ რიგში, მივესალმები დარბაზის არსებობას, განსაკუთრებით, ამ სახელწოდების პირობებში. როდესაც დემოკრატიის არსებობასა და ჩანასახზე ვსაუბრობთ, საქართველოში, სწორედ, თამარის დროს არსებობდა ასეთი ინსტიტუტი. თამარს ძალიანაც არ მოსწონდა ეს დარბაზი, მაგრამ ეს არსებობდა. ამიტომ, მოხარული ვარ, რომ გორში ეს სახელი შემოინახეს." - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება მმართველ გუნდთან დაპირისპირებას, მარგველაშვილის თქმით, ეს, სწორედ, დემოკრატიაა.

,,ის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვიყენებ ვეტოს, მე მგონი, ეს არ არის ექსტრაორდინალური ვითარება. ეს არის კონსტიტუციის ფარგლებში ჩემი უფლება და, ამავე დროს, პასუხისმგებლობა. მინდა გითხრათ, რომ ბევრი დაძლეული ვეტო უკან დაუბრუნდათ. მე მქონდა, ამასთან დაკავშირებით, არგუმენტები. ეს არის დემოკრატია" - უპასუხა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში კამპანიის ,,კონსტიტუცია ყველასია" ფარგლებში იმყოფებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.