რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
რუსეთის არმიაში ცხინვალიდან 150 მოსამსახურეს კონტრაქტით მოამზადებენ
შეთანხმებას, რუსეთის შეიარაღებულ ძალებისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამხედრო დანაყოფების გაერთიანების შესახებ, ხელი ამ კვირაში მოეწერება.

ამის შესახებ დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ადგილობრივ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

სააგენტო ,,ოსეთია ნიუსის" ცნობით, ხელშეკრულების პუნქტები ორივე მხარესთან უკვე შეთანხმებულია. კერძოდ, ამ დეტალებს თავდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ამოწმებენ.

რუსეთის არმიაში ცხინვალის სამხედრო ძალების შერწყმის პროცესის ინიციატორი რუსეთის ხელისუფლებაა.

,,დაკმაყოფილდეს რუსეთის ფედერაციის მთავრობის წინადადება რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთის ცალკეული შეიარაღებული ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაწევრიანებას გულისხმობს”, – ნათქვამია პუტინის განკარგულებაში.

რუსეთის არმიაში კონტრაქტით, ცხინვალის მთავრობა 150 მოსამსახურეს გაგზავნის, რომლებსაც, სწავლების შემდეგ, სამხედრო ბაზებზე დააბრუნებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთის არმიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ზოგიერთი საჯარისო ფორმირების გაწევრიანება დაგმო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სახელმწიფოსთვის მიუღებელია.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ჩვენთბვის მიუღებელია და ვგმობთ მსგავს საქციელს", - განაცხადა კობახიძემ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.