რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
კასპში მშენებარე სპორტულ კომპლექსში კალათბურთის დარბაზი გაიხსნა
კალათბურთის დარბაზი, სოფელ ახალქალაქისა და კასპის
გუნდებს შორის, გამართული შეჯიბრით გაიხსნა.
ეს რიგით მეორე განყოფილებაა, რომელიც მშენებარე სპორტულ კომპლექსის ნაწილი იქნება.
რიგში მრგვალი, საჭიდაო დარბაზი დგას, რომლის გახსნას 650 აღსაზრდელიდან უმრავლესობა ელოდება.
სპორტული კომპლექსის მასშტაბური სამუშაოები 2015 წლიდან დაიწყო და თითქმის დასასრულს უახლოვდება.
პროექტი ფინანსდება მსოფლიო ბანკისა და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით და ითვალისწინებს სპორტული კომპლექსის სრულ აღდგენას (ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, მრგვალი დარბაზი (საჭიდაო) კალათბურთის დარბაზი.

სპორტ კომპლექსის შენობა გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა და მას არ ჩატარებია მიმდინარე ან კაპიტალური შეკეთების სამუშაოები. კომპლექსის შენობაში განთავსებული იყო საჭიდაო, კალათბურთის და ათლეტიზმის სავარჯიშო დარბაზები, ასევე, სასტუმრო.
ამიტომ, 2002 წლიდან სპორტული ჯგუფები (29 ჯგუფი) დროებით სხვადასხვა შენობებში (ძირითადად საჯარო სკოლების შენობებში) გადაანაწილეს. სპორტულ ჯგუფებში 625 აღსაზრდელი სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშობს, მათ შორის კალათბურთში, ჭიდაობაში, მძლეოსნობაში, ფეხბურთში, ჭადრაკში.
2013 წლიდან აღსაზრდელთა რაოდენობა სამჯერ შემცირდა. სპორტული ჯგუფების მომსახურე პერსონალი შეადგენს 74 ადამიანს, მათ შორის 40 მწვრთნელი, 4 მეთოდისტი, 3 ექთანი, 3 ფსიქოლოგი, 18 - ტექნიკური პერსონალი.

პროექტი მოიცავს შემდეგ სამუშაოებს:
კალათბურთის დარბაზი: ძველი შენობა (460 მ 2) დაანგრიეს და ახალი ააშენეს საერთო ფართობით 1143 მ. ახალი დარბაზი გათვალისწინებულია 742 მაყურებელზე. შენობაში ასევე მოეწყა სამუშაო ოთახები ადმინისტრაციისათვის, სათავსოები ინვენტარით, სანიტარული კვანძები მაყურებელთათვის და სპორტსმენებისათვის, საშხაპეები. მომავალში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ნაწილის და სპორტსმენების გასახდელის გათბობა-კონდიცირება.
თუმცა, ეს პროექტი არ მოიცავდა კალათბურთის დარბაზის გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის დამონტაჟებას. ახალი შენობა გადაიხურა სენდვიჩ-პანელით.
საჭიდაო დარბაზი: არის ერთსართულიანი 451 მ2 ფართის შენობა, პროექტის ითვალისწინებს ფანჯრის ღიობების გადიდებას, მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობას. ექსტერიერისა და ინტერიერის სამღებრო სამუშაოებს, იატაკების მსუბუქ შეკეთებას.
ფიტნესის ოთახი, საშხაპე და საქვაბე:
წრიული დარბაზი: ერთსართულიანი 483 მ2 ფართის შენობა, ინტერიერის რეაბილიტაცია (პროექტი არ მოიცავს პერიმეტრის კედლის და გადახურვის რეაბილიტაციას), ინტერიერში ხდება სცენის და მასზე არსებული ოვალური კედლის, ასევე ტრიბუნის ორი შიდა წრიული რიგის დემონტაჟი, განახლდება მაყურებელთა რიგები, დარბაზის იატაკი.
პროექტით არ არის გათვალისწინებული დარბაზის გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია; დარბაზის ინტერიერ-ექსტერიერი შეიღებება და შეილესება.
სასტუმროს შენობა: სასტუმროს შენობა არის ცალკე მდგომი სამსართულიანი 790 მ2 ფართის ფლიგელი (სიმაღლე 12 მ), რომლის პირველ სართულზე განთავსებულია წრიული საჭიდაო დარბაზის გასახდელები, საშხაპე, ასევე განთავსდება სასადილო და
სამზარეულო. მეორე და მესამე სართულზე მოხდება ტიხრების დემონტაჟი და სასტუმროს ნომრების რაოდენობის გაზრდა. ორ ნომერში იქნება სან. კვანძები, დანარჩენს ექნება საერთო სან.კვანძი და საშხაპე. პროექტი ითვალისწინებს არსებული იატაკის
შეცვლას ლამინირებული იატაკით, კერამოგრანიტით და მეტლახით, ინტერიერის სამღებრო სამუშაოებს, ელექტროგაყვანილობის განახლებას, გათბობის სისტემის მოწყობას, წყალ-მომარაგება-კანალიზაციის სისტემის მოწყობას, მდფ-ის კარებისა და
მეტალო-პლასტმასის ფანჯრების მოწყობას.
ეზოს მოწყობა: პროექტით გათვალისწინებულია ახალი ბილიკების დამატება და ბორდიურების განახლება, ძველი ბილიკების რეაბილიტაცია, გამწვანების ზოლების დამატება-განახლება, არსებული ღობის შეკეთება. არსებული შენობები მიერთებულია ცენტრალურ ელექტრომომრაგებასთან. წყლის მიწოდება ხდება მუნიციპალური წყალმომარაგების სისტემიდან. შენობები შეერთებულია მუნიციპალურ საკანალიზაციო კოლექტორთან. შენობები მიეთებულია ცენტრალურ გაზსადენთან.

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები