რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორში სასტიკად ნაცემი ძაღლი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს
სამხატვრო სკოლის მიმდებარე
ტერიტორიაზე, სასტიკად ნაცემი ძაღლი ნაგვის ბუნკერში ჩააგდეს.
გამვლელებმა ძაღლის ხმა გაიგეს და ცხოველთა თავშესაფრის ხელმძღვანელს დაუკავშირდნენ.
თავშესაფრის ხელმძღვანელი თამარ აფციაური ნანახით გაოგნებული დარჩა.
ძაღლს ძვლები ჰქონდა დამტვრეული. სასწრაფოდ, თავშესაფარში გადაიყვანეს, თუმცა, ვერ გადაარჩინეს.
,,უმოწყალოდ ნაცემი ძაღლი, რომელსაც თვალებიდანაც კი სდიოდა სისხლი, ტომარაში მოთავსებული ნაგვის ბუნკერში ჩაუგდიათ, იმ იმედით, რომ ზევიდან კიდევ დააყრიდნენ ნაგავს და სამუდამოდ დაადუმებდნენ ცხოველს, რომელიც ტირილით ,,აწუხებდა" გამვლელებს. ძლივს მოვახერხეთ ბუნკერიდან ამოყვანა და თავშესაფარში გადაყვანა, სადაც ჩაუტარდა რიგი პროცედურებისა, მაგრამ შეუძლებელი იყო განწირული ძაღლის გადარჩენა, ღამის 3 საათზე შეწყვიტა არსებობა" - აცხადებს თამარ აფციაური.
მისი თქმით, გორში, მსგავსი შემთხვევები ხშირია.
ძაღლის ფოტოები და ვიდეო სოციალურ ქსელში თამარ აფციაურმა გამოაქვეყნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 259-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა) დაიწყო.

ცხოველთა დამცველები ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ლევან გამრეკელს
წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი ადვოკატი თავისუფლების სანაცვლოდ
800 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
სამხედრო ჰოსპიტალი სადაზღვევო კომპანია „ჯ.ჰ“-სგან 987 635.49 ლარის
ანაზღაურებას მოითხოვს. სადაზღვევო კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალი
უკანონო გამდიდრებას ცდილობს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები