რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
,,ჯიქი" კლუბის არსებობის ისტორიაში ,,დიდი 10"-ის ფინალშია
გორის ,,ჯიქმა" პლეი ოფის შესარჩევ ფინალში ,,ბათუმი" 25:6 დაამარცხა და პირველად კლუბის არსებობის ისტორიაში ,,დიდი 10"-ის ფინალში ითამაშებს.

ზღვისპირელები დისციპლინამ დააღალატა. ისინი ორჯერ დარჩნენ კაცნაკლული და ორივე ჯერზე ლელო მიიღეს. ,,ჯიქმა" საკუთარი შესაძლებლობები მეტოქეზე უკეთ გამოიყენა და სეზონის გადამწყვეტ მატჩში თამაშის უფლება დაიბევა.

შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე, ორმხრივი შეცდომებით წარიმართა. მატჩის დებიუტში გორის ,,ჯიქის" შერკინებამ ,,ბათუმისა" დაჯაბნა და რამაზ ხარაზიშვილმა კარის წინ 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

საწყისი 10 წუთის შემდეგ ინიციატივას ზღვისპირელები დაეუფლნენ და მე-13 წუთზე თემურ სოხაძემ 30-32 მეტრიდან გატანილი არეკნით წონასწორობა აღადგინა. სტუმრებს ფეხით თამაშში უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ საკუთარი დერეფნების უმეტესობა წააგეს და შანსები გაანიავეს, ხოლო შერკინებაში ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება და ირლანდიელ რეფერის ეს ნამდვილ თავსატეხად ექცა.

ტაიმის შუაში სოხაძეს ჯარიმა და არეკნი გაუცუდდა, ხოლო 30-ე წუთიდან ,,ჯიქმა" მეტოქის ნახევარზე გადასვლა მოახერხა და "‘ბათუმის" 22-ში დამკვიდრდა.

სტუმრები ჯარიმის ხარჯზე ახერხებდნენ სალელოვე მიძალებების შეჩერებას და ჯონდი კორტავა სინბინით დაისაჯა. გორელებმა მესამე ცდაზე შეძლეს წარმატებული მოლის დაყენება და ლელო ბექა მამრიკიშვილმა დაამიწა. გარდასახვა არაზუსტი იყო, ტაიმის ბოლოს სოხაძემ ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 8:6.

მეორე ტაიმში ქარი გორელების სასარგებლოდ ქროდა. დებიუტში სოხაძეს ჯარიმა გაუცუდდა, რამაზ ხარაზიშვილმა შორიდან გაიტანა (11:6).

მალე რეფერიმ ორივე გუნდის პირველხაზელი გაასინბინა, შერკინებიდან ბურთი პირველად გავიდა და ,,ჯიქის" მწვავე შეტევის მოგერიებას ბათუმელთა კიდევ ერთი მორაგბე შეეწირა (სინბინი). სტუმრებმა თითქოს შეძლეს სიტუაციის განმუხტვა, მოლით საკუთარი 22-იდან ცდილობდნენ გასვლას, მაგრამ მოულოდნელად ბურთი დაკარგეს და ის ლელოში გოგა კაკოვინმა დაამიწა, ხოლო ხარაზიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა - 18:6.

,,ბათუმმა" სიტუაციის გამოსწორება სცადა, თუმცა მათი შეტევები ქაოტური იყო, გადაცემები არაზუსტი და კონტრშეტევა მიიღეს. გორელებმა სამჯერ ითამაშეს ფეხით, მესამედ ნიკა ბიწაძემ, რომელიც უბურთოდ შებოჭეს და რეფერიმ საჯარიმო ლელო ჩასტვინა, ხოლო ხარაზიშვილმა გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

,,ჯიქი" ფინალშია და თასისთვის 14 მაისს იბრძოლებს, ხოლო ,,ბათუმს" ფინალში გასვლის შანსი 7 მაისს ექნება, როდესაც ,,აკადემიასა" და "ლელო-სარასენსს" შორის გამარჯვებულს მცირე ფინალში შეხვდება. ‘აკადემიისა’ და ‘ლელო-სარასენსის’ შეხვედრა ხვალ, 15 საათზე ‘რუსთავი არენაზე’ გაიმართება.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.