2 წლამდე ასაკის ,,ჯინას" (ლაბრადორის სახელი - რედ) უმძიმეს ისტორიას ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ყვება:
,,ოჯახში სადაც ჯინა გაიზარდა ახალი რძალი შევიდა, რომელსაც ძაღლები სძულს, ოჯახის უფროსმა ძაღლი კასპის ავტოსადგურში ,,აშეინიკით" და პასპორტით დატოვა, აქაოდა ახალ შემოსულ რძალს ვერ ვაწყენინებთო, შემდეგ იქვე ვიღაცას უნახავს და სახლში წაუყვანია. თავიდან ჯინა ძველ პატრონს დარდობდა და საჭმელს არ ჭამდა, ჯინა ახალ პატრონს ისევ კასპში, სასაფლაოზე წაუყვანია და იქ დაუტოვებია. ძაღლი ისევ ქალაქში დაბრუნდა და ლიანდაგებთან დაუდია ბინა. იქვე მატარებლის ქვეშაც მოყვა და სრულიად ჯანმრთელი გადარჩა, ამჟამად, არაფერი აწუხებს. არის გაწვრთნილი ძაღლი." - ამბობს ირმა მთიულიშვილი.
მან ფეისბუქის გვერდზე, გაჩუქების შესახებ, ინფორმაცია გამოაქვეყნა. ,,ჯინა"-ს ახალი პატრონი მალევე გამოუჩნდა.
ფოტო: ,,ჯინა" ახალი პატრონის მანქანაში





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები