რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
ცხინვალელების მადლიერება თბილისისა და გორის საავადმყოფოს ექიმებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, ყოველწლიურად, საშუალოდ 250 ადამიანი თბილისისა და გორის საავადმყოფოებში გადაჰყავთ სამკურნალოდ.

ცხინვალის მთავრობის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით, ბოლო 5 წელიწადში ამ ციფრმა 1000-ს მიაღწია.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ მათი მოქალაქეები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებულ კლინიკებში გადაჰყავთ.

ამას ადგილობრივი პრესა წერს და აცხადებენ, რომ ადგილობრივი ჩინოვნიკები რუსეთის კლინიკებში მკურნალობას ურჩევენ. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის დახმარებით, მოქალაქეები, სწორედ, თბილისისა და გორის საავამდყოფოებში გადაყვანას ითხოვენ.

მაგალითად, ცხინვალში მცხოვრებმა ვალერი ქელეხსაევმა გულის ოპერაცია თბილისში წარმატებით ჩაიტარა.

,,რვა წელია გული მაწუხებდა. ვმკურნალობდი ჩვენს საავადმყოფოში. გასულ წელს ვითარება დამძიმდა. სახეზე იყო მძიმე ვითარება. ოჯახმა გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში მემკურნალა. პრაქტიკულად, 2-3 დღის დაგვიანება სავალალო შედეგით დამთავრდებოდა. გულის სარქველების 95% დალუქული იყო და სისხლი არ მიეწოდებოდა. ჩემი მეუღლე ამბობს, რომ ძალიან გამიმართლა" - უთხრა ვალერი ქელეხსაევმა ადგილობრივ ჟურნალისტს.

მისი თქმით, თბილისში ექიმები მას ყურადღებით მოექცნენ და  გამოაჯანმრთელეს.

მაგალითად, არინა ყოჩიევამ 2015 წელს ავტოავარიისას სერიოზული დაზიანებები მიიღო, განსაკუთრებით, თავის არეში.

,,ჩვენმა ექიმებმაც დიდი ყურადღება მომაქციეს. ექიმმა ჯინა გოგიჩაევამ 12 ნაკერი დამადო, მაგრამ აუცილებელი გახდა სრული დიაგნოსტიკა. ჩემმა დამ ყველანაირი საბუთები მომიმზადა და სამ დღეში წითელი ჯვრის დახმარებით საქართველოს ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში გადამიყვანა." - ყვება არინა ყოჩიევა, რომელსაც ხერხემალიც დაზიანებული ჰქონდა. 

ცხინვალის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელი აგუნდა ფილიევა აცხადებს, რომ ყოველთვის არ არის შესაძლებელი, რომ ცხინვალში პაციენტები მაღალტექნოლოგიური, სპეციალიზირებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყონ.

,,ჩვენ ყველა შესაძლებლობებს ვიყენებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვათ და ამიტომ, დაუყოვნებლივ, ვგზავნით საქართველოში, სადაც არის შესაბამისი სამედიცინო ტექნიკა და შესაძლებლობა, მაგალითად, 40 წუთში გადაარჩინონ პაციენტის სიცოცხლე" - ამბობს აგუნდი გოგიჩაევი.

წითელი ჯვარი, ასეთ პაციენტებს, თბილისისა და სხვა ქალაქების საავადმყოფოებში, ცხინვალის შს და ჯანდაცვის სამინისტროების ნებართვის საფუძველზე გზავნის.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 02.12.2025
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს
შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
შარშან მოსავალი გაფუჭდა. არავის ეცალა სამაგისოდ. ვეფხიას ცოლს შვილებისთვისაც უნდა მიეხედა
17:43 / 02.12.2025
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს.
შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
შათირიშვილის ანგარიში კომისიის სხდომაზე მოისმინეს და მოიწონეს. შემდეგ დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე გასატანად მოამზადეს
17:29 / 02.12.2025
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას
აკეთებენ ამ საქმეზე
„პარტიას ვთხოვე – მათ უნდა მოემზადებინათ საჩივარი. არ ვიცი, რას აკეთებენ ამ საქმეზე
17:19 / 01.12.2025
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო
თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
გორში საკონტრაქტო სამსახური ჯარისკაცმა ვადაზე ადრე დატოვა, ხოლო თავდაცვის აკადემიის სტუდეტმა სწავლა მეორე კურსიდან შეწყვიტა
16:35 / 01.12.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.