რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
დამტვრეულ მანქანას ხაშურის გამგეობის თანამშრომელი თავისი ხარჯებით არ აკეთებს
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხულ მანქანას ამავე გამგეობის თანამშრომელი თავისი ფინანსური სახსრებით არ აკეთებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის წარმომადგენლის ცნობით, პიკაპის რემონტი 8 800 ლარი ჯდება, ხოლო ავტოშემკეთებელ კომპანიას საჭირო თანხას ბიუჯეტიდან გადაუხდიან.

გადაწყვეტილება 2017 წლის 3 მაისს მიიღეს.

გამგეობის ეკონომიკური სამსახურის თანამშრომელმა სახელმწიფო ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება 2016 წლის დეკემბერში დაამტვრია.

ადგილობრივი ,,გირჩის" წარმომადგენელი, ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ სოფელ წრომში მძღოლი ღორის დაკვლაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, სუფრიდან დაბრუნებულ საჯარო მოხელეებმა ავარია მოახდინეს.

გამგეობის პრეს-სამსახურის განცხადებით, მანქანა მიემართებოდა სოფელ წრომის მიმართულებით, რათა მძღოლს, ეკონომიკური სამსახურის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები, ხაშურში დაებრუნებინა.

პრეს-სამსახური ადასტურებს, რომ შემთხვევა გვიან საღამოს მოხდა, თუმცა განმარტავს, რომ სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ არანორმირებული სამუშაო დროის პირობებში და მათ ძალიან ხშირად უწევთ გვიან საღამომდე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მძღოლი დაჯარიმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით, რაც როგორც ქონების, ასევე, სხეულის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოპოვებულ ფოტოზე ჩანს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა გვერდიდან მყარ ობიექტსაა შეჯახებული. დაზიანებულ მანქანას ხაშურშივე, ლევან კიკაძის პროფილაქტიკაში შეაკეთებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ,,ტოიოტა ჰაილუქსი" 2012 წლის მარტშია შეძენილი 50 ათას ლარად.





Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.