რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ერგნეთში ოფიციალურ თბილისს ახალი მავთულხლართების გამბის შესახებ აცნობეს
დღეს, ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის
ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურ თბილისს ახალი ამბავი
შეატყობინეს.
დავით სანაკოევის განცხადებით, მავთულხლართების გაბმა, ამჯერად, ზნაურის რაიონის მიმართულებით განახლდება.
ცხინვალელი ჟურნალისტების ცნობით, ახალი ბადეები სოფელ არანგარანთან გაივლება.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 77-ე შეხვედრაზე მხარეებმა ის მნიშვნელოვანი ინციდენტები განიხილეს, რომელსაც ადგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ჰქონდა.
თბილისიდან ჩასულმა დელეგაციამ განსაკუთრებული ყურადღება ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილის საკითხზე გაამახვილეს.
გიუნაშვილს დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ დივერსიული აქტების მოწყობაში და მათი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ უკანონო ქმედებებში დასდო მსჯავრი.
ცენტრალური ხელისუფლების შეფასებით, გიუნაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი ე.წ. განაჩენი, ისევე როგორც წაყენებული ე.წ. ბრალდებები არის საფუძველმოკლებული, ხელოვნურად შექმნილი და სრულად პოლიტიზირებული.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების და ღობეების აღმართვის შედეგად ადგილობრივებისთვის შექმნილ პრობლემებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის ქმედებები უკანონოა, არღვევს ადგილობრივების ფუნდამენტურ უფლებებს და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 7 ივნისს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა, იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal

,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''

დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები