რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ხაშურში ცხოველთა დამცველები ნანახით შოკში ჩავარდნენ
ხაშურის ძაღლთა თავშესაფარს მოულოდნელად ცხოველთა დამცველი მარიამ ჩხიკვიშვილი ესტუმრა. ის ბორჯომიდან თბილისში ბრუნდებოდა და გადაწყვიტა ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში შეევლო.

მარიამ ჩხიკვიშვილს ადგილზე საგანგაშო სიტუაცია დახვდა. სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

გთავაზობთ, მარიამ ჩხიკვიშვილის განცხადების მოკლე ვერსიას და მის გადაღებულ ფოტოებს: (სტილი დაცულია)

,,მე და ლილი მეჟლუმლიანი ვბრუნდებოდით ბორჯომიდან, რა დროსაც გადავწყვიტეთ ხაშურის მუნიციპალურ თავშესაფარში შევლა, ვინაიდან ბორჯომში გაცნობილი დათო როკეტიშვილისგან (ცხოველთა მოყვარული და ბორჯომის საკრებულოს წევრი) გვქონდა ინფორმაცია, რომ ხაშურში ძაღლები ძალიან ცუდ პირობებში არიან.

ჩავედით ხაშურში. თავშესაფრის ტერიტორიაზე შესვლა არ გაგვჭირვებია, ნანახმა სრულ შოკში ჩაგვაგდო, და რადგან ნანახმა იმ დასკვნამდე მიგვიყვანა, რომ შესაძლოა ძაღლებს წყლის უქონლობის გარდა საჭმელიც შეიძლებაოდა არ ქონოდათ, ვცადეთ ვინმე გვეპოვნა.

ძიების შემდეგ ვერავინ ვნახეთ, გარდა იმისა რომ დავაფიქსირეთ შენობის წინა კარი იყო ჩაკეტილი, თუმცა შენობის გვერდითა და უკანა ფანჯრები ფართოდ იყო გახსნილი.

ოთახში ჩანდა საკვების ტომრები, ბუნებრივია გადავძვერი ოთახში და ლილის გადმოვაწოდე საკვებით სავსე ტომარა, დავიწყეთ ძაღლების დაპურება, ძაღლები ისე ჭამდნენ, რომ კარგახნის უჭმელებს გავდნენ, ლილიმ დაიწყო ვოლიერების გამოსუფთავება, რადგან ფეკალის რაოდენობა იყო აუარებელი და ცხოველებს ამ მასაში ჯდომა და წოლაც უწევდათ.

ვცადეთ ჭიდან ამოგვექაჩა წყალი, რომლის საქაჩი სისტემის ჩამრთველი ვოლიერებზე გარედან იყო დაფიქსირებული ონკანთან, თუმცა წყალი არ წამოვიდა.

არც კი მინდა ვიფიქრო იმაზე ღია ცის ქვეშ ჩამრთველს წვიმა თუ მოხვდება გადავა თუ არა დენი ვოლიერებზე რომლებიც იმდენად პატარა ზომისაა რომ 1კვადრატულ მეტრს არ აღემატება, სადაც ცხოველი მხოლოდ ან ზის ან წევს, სიარულზე საუბარი არ არის."




სანამ ამ საქმეში ვიყავი დავურეკე დიმიტრის, რომელიც ამ თავშესაფრის ხელმძღვანელია და ადგილზე არ იმყოფებოდა, მან გამოუშვა თავისი თანამშრომელი, ფერშალი ვეტერინარული განხრით, ქალბატონი იზო, რომელმაც კარგად დაინახა ჩვენი რეაქცია და გააფთრება, გვეხვეწებოდა არ გაგვესაჯაროვებინა ეს ყველაფერი და რომ აწი ყველაფერს მიხედავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ დათო როკეტიშვილისგან უკვე 12.05.17. ქონდათ მიღებული შენიშვნა, დათოს ფოტოები 12ი რიცხვიდან, რომელიც მან ამავე სოციალურ ქსელში ატვირთა, მეტყველებს იმაზე, რომ მდგომარეობა დღევანდელის ანალოგიური იყო, შესაბამისად თუ დათოს გადაღებულ ფოტოებს და დღევანდელს შევადარებთ შეიძლება განვსაზღვროთ რომ 12-ი რიცხვის მერეც არ მომხდარა ვოლიერების დასუფთავება, ჭურჭელი კი ნადებიდან გამომდინარე ცხადყოფს, რომ თუ საერთოდ ოდესმე გარეცხილა ეს ჭურჭელი, ეს ოდესმე უახლოეს პერიოდს არ მოიცავს.

მოკლედ თავშესაფარში სანამ იზო მოვიდოდა დაახლოებით 1,5 საათის განმავლობაში ისე ვიარეთ და ისე ვზრუნავდით ძაღლებზე, რომ არავის გაუგია ჩვენი იქ ყოფნის შესახებ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი კანონდარღვევაა ჩვენის აზრით, არის ის, რომ იმ შენობაში სადაც ფანჯრები ღია იყო და მარტივად იყო შესაძლებელი გადაძრომა, ინახება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტები, რომელიც შეიძლება ბევრი ამ მედიკამენტების არამიზნობრივად მოხმარებლის ინტერესი გახდეს. ისე გატეხავდნენ იმ ფარატინა რკინის კარებს რომ ვერც ვერავინ გაიგებდა.

მოკლედ ამ გარემოებაში ვართ როდესაც დავრეკეთ 112ი და გამოვიძახეთ პატრული, რომელის აქტიურობით მოვიდა ქ.ხაშურის გამგებლის მოადგილე, რომლმაც განაცხადა, რომ 300 ლარად დიდ სისუფთავეს არ უნდა ველოდოთ და ის სითხე რომელსაც დიდ ტაშტში ხედავთ (წყალი+ფეკალი+შარდი, ფერის მიხედვით ვასკვნით) არ წარმოადგენს პრობლემას და რომ ჩვენი იქ ვიზიტი იყო ქულების დაწერის მიზნით.

საინტერესოა რომელ ქულებს ვიწერდით როდესაც 2 დღე ჩვენი დასვენების დღეებში მე სიცხიანი და ვირუსიანი ვაკეთებდი ოპერაციებს ამ თავშესაფარში, დანარჩენები კი იქ ისე გაცივდნენ, რომ კარგახანი ვერ მოვიდნენ ფორმაში. როდესაც ვიკითხეთ ხორციელდებოდა თუ არა აღნიშნული ობიექტის მონიტორინგი მან განმიცხადა რომ კი, როდესაც აქტები მოვიკითხე განაცხადა რომ ეს მას არ ეხებოდა. მოკლედ ამ ადამიანის ბევრი ნალაპარაკების გახსენება შეიძლება, თუმცა არ ღირს. იმის მაგივრად რომ ადეკვატური რეაგირება მოეხდინა მსგავსი თანამდებობის პირს აქეთ გვაწვებოდა ჩვენ, იმის მაგივრად რომ ეთქვა კი პრობლემა არსებობს და მაქციმალურად ვეცდებით მოვაგვაროთ, იძახდა რაღა ხაშურს მიადექით, თბილისის თავშესაფარს მიხედეთ 4 მილიონი რო აქვს დაფინანსებაო და ა.შ."

იხ. უფრო ვრცლად



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.