ახალი ამბები
ფეხმძიმე ბარბარე კევლიშვილის ტრაგედია დახვრეტის მოლოდინში - კასპის რაიკომის მდივნის საქმე
1937 წლის ზაფხულში ქალაქ კასპს სასმელი წყალი გაუყვანეს.

სისტემა არ ამუშავდა. შინსახკომმა გამოძიება დაიწყო.

პარტიის კასპის რაიოკომის მდივანი ბარბარე (ვარვარა) კევლიშვილი 1937 წლის 7 ივლისს დააპატიმრეს. 

ტროიკამ 1937 წლის 11 სექტემბერს განაჩენი გამოიტანა - დახვრეტა, ოღონდ, ,,პროტოკოლს" მინაწერი გაუკეთეს: ,,არის 5-თვის ფეხმძიმე, სასჯელი გადაიდოს..."

1938 წლის 19 თებერვალს ციხის საავადმყოფოში მშობიარე ქალი შეიყვანეს.

მორიგე ექიმი ლუბა ორდენიძე 50 წლის შემდეგ გაზეთ სოფლის ცხოვრებაში (1988 წელი) წერს:

,,არასოდეს დამავიწყდება ვარვარა კევლიშვილის კდემამოსილი, განაწამები სახე, არაადამიანური წამებით უგრძნობ მდგომარეობაში რომ შემოიყვანეს ციხის საავადმყოფოში... მე არ ვიცნობდი იმ ქალბატონს, მაგრამ როცა შემოიყვანეს, ფაქტიურად უგონოდ, უკვე სეფსისით დაავადებული, სულყველა ავიშვიშდა, ქალები იცნობდნენ და ყველამ გაკვირვება გამოხატა, ამას მაინც რაღა უნდა აქ, რატომ დაიჭირესო." - წერს ციხის საავადმყოფოს თანამშრომელი.

ციხის ექიმი, ახალგაზრდა კაცი ძალიან დიდი ყურადღებით მოეკიდა საქმეს, ძალიან თბილად ექცეოდა, არასდროს დაუტოვებია და თავზე ედგა პაციენტს.

რაღაც მომენტში ვარვარა კევლიშვილი აზრზე მოსულა...

,,იცით, ყველაზე საშინლად რაზე ნერვიულობდა? სთხოვეს, რომ დაეწერა თავისი თანამშრომლების სია. ეს სია რომ დაწერა, ეტყობა კამერაში დაბრუნებულს უთხრეს, ის იმიტომ დაგაწერინეთ, რომ მათაც განიხილავენ, როგორც შენი ორგანიზაციის წევრებსო და სულ ამის შესახებ ბოდავდა თურმე - ნუთუ ისინიც დავღუპეო.... იმ ღამით გარდაიცვალა" - ციხის საავადმყოფოს თანამშრომლის ჩანაწერები.



შინსახკომის ოფიციალური ბრალდება

1937 წლის 11 სექტემბერს ბარბარე კევლიშვილი გაასამართლა შინსახკომის სამეულმა.

სამეულის სხდომაში მონაწილეობდნენ - ს. გოგლიძე, შ. წერეთელი, ი. ტალახაძე, სხდომის მდივანი ა. მოროზოვი.

მომხსენებელი იყო კოვალჩუკი, ბრალად დაედო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის აქტიური წევრობა და რომ იგი 1935წ. გადაიბირა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრმა პროკოფი კირვალიძემ, რომელთან ერთადაც კასპის რაიონში ჩამოაყალიბა მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია.

პირადად, ვარვარამ გადაიბირა 7 ადამიანი. იყო მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაიონში, პირადად ხელმძღვანელობდა მთელი ორგანიზაციის ძირგამომთხრელ კონტრრევოლუციურ მავნებლურ საქმიანობას. მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა და პირადი ქონების კონფისკაცია.

როგორც აღმოჩნდა, საქმე შეთითხნული აღმოჩნდა. საბჭოთა საქართველოს სამხედრო პროკურატურამ ის ადამიანები დააპატიმრა, რომლებმაც ბარბარე (ვარვარა) კევლიშვილის საქმეს იძიებდა.

კასპის სასმელი წყლის მოუწესრიგებელი სისტემა ინჟინრის შეცდომა აღმოჩნდა.



ბარბარე (ვარვარას შვილის), დინას წერილში ვკითხულობთ შემდეგს:

„ეხლა მოვდივარ პროკურატურიდან, სადაც მე ვიყავი გამოძახებული დედაჩემის საქმეზე. დამიბარა სამხედრო პროკურორმა - მაიორია და მკითხა, ვინ არის თქვენი ვარო კევლიშვილი, შემდეგ პირდაპირ - რატომ თქვენ აქამდის განცხადება არ შემოიტანეთო. მე ვუთხარი, რომ მამის განცხადებაში იყო აღნიშნული ეგ საქმე მეთქი. მან მითხრა, რომ მას ზევიდან ისედაც დავალებული აქვს ამ საქმის გადათვალიერება, მაგრამ საჭიროა, ამავე დროს, ვინმე ახლო ნათესავების განცხადებაცო. მე შევეკითხე, თუ რატომ იძიებს სამხედრო პროკურატურა ამ საქმეს მეთქი და მითხრა, რომ მას ისეთი მუხლი ჰქონდა წაყენებული, რომ ეს ჩვენ უნდა გამოვარკვიოთ - შეთითხნილია ტერორისტული აქტის საქმეო, ე.ი. ვითომო, დედათქვენს ვიღაც ოფიციალური პიროვნება უნდა მოეკლაო. როდესაც მან პაპკა გადაშალა, იქ დედაჩემის ხელნაწერი მომეჩვენა და ძალიან ცუდად გავხდი. ისე, რომ იმ კაცს წყალზე სირბილი მოუხდა. გამოუძიებია ის, რომ თურმე დახვრეტა გადაუწყვეტიათ, მხოლოდ იქვეა მიწერილი - ავადმყოფობის გამო შეჩერდესო, შემდეგ ამ კაცს დაუკითხია ის პირნი - არ დაასახელა ვინ. როგორც სჩანდა, ეხლა სხედან ისინი, ვინც უშუალოდ იძიებდნენ მაშინ ციხეში მის საქმეს. ეს კაცი მაიორი - ქართველია, ძალიან სიმპატიური კაცი მეჩვენა. მე თუმცა ცუდად ვიყავი, მაგრამ მაინც ვკითხე - ვინ შეთითხნა მეთქი ეგ ბრალდება. მას გაეღიმა და მითხრა - არავინო, თავიანთი გაკეთებულიაო - არ ვიცი შინსახკომმა თქვა თუ, ვინ, განცხადება დავტოვე და რამდენიმე ხანში ის კაცი დამიბარებს კიდევ. მე ვფიქრობ რომ ისე აღარ ავღელდები და შევეკითხები, ყველაფერს, რაც მაინტერესებს....“


დაპატიმრებული მეუღლე

კასპის რაიოკომის მდივნის დაპატიმრებიდან ერთ თვეში დააპატიმრეს მისი მეუღლე დანიელ ასლიბეკოვიც:

„1937 წელს დააპატიმრეს ჩემი ცოლი კევლიშვილი ვარვარა, კასპის რაიკომის ყოფილი პირველი მდივანი. ხოლო ერთი თვის შემდეგ დამაპატიმრეს მე. გამასამართლა სამეულმა და მომისაჯეს 10 წელი, რადგან ჩემ ცოლს, როგორც პარტიის მოღალატეს ვიცავდი და მხარს ვუჭერდი. დაპატიმრებამდე ბინა გვქონდა სამი ოთახით (65კვ), დაპატიმრების შემდეგ, კი ორ, დიდ ოთახს კონფისკაცია გაუკეთეს და ჩვენი პატარა გოგონა ბებიასთან ერთად დატოვეს ერთ, პატარა, ბნელ ოთახში, 17კვ.მ-ში. გათავისუფლების შემდეგ, მე მივმართე შესაბამის ორგანოებს, რათა დაებრუნებინათ ჩემთვის ოთახები (თუნდაც ერთი ოთახი), ან სხვა ბინა მოეცათ, მაგრამ ვერაფერს ვერ მივაღწიე, მის შემდეგ ვცხოვრობთ ზემოთ ხსენებულ ერთ ოთახში. მინდა მოგმართოთ თხოვნით, დამიბრუნოთ ჩემი ოთახები. ვიმედოვნებ, რომ მას შემდეგ რაც ჩემმა ოჯახმა გადაიტანა, სამართალი იზეიმებს და ჩემი თხოვნა დაკმაყოფილდება, მით უმეტეს რომ ვითხოვ იმის ნაწილს, რაც მეკუთვნის. 21 დეკემბერი 1970წელი“.




ბესიკ ნიპარიშვილი, კასპის სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი, ამ სკოლაშია გახსნილი ოკუპაციის მუზეუმი, სადაც კასპის რაიკომის მდივანის მოკლე ისტორია ინახება.


მასალის მომზადებისას გამოყენებულია IDFI-ს მასალები
Print E-mail
FaceBook Twitter Google

სტატიის გამოყენების პირობები

ვიდეორეპორტაჟი
აგარაკი ქარელის მერიის კუთვნილ მიწაზე - სოფელში ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
რატომ უნდა აირჩიოს აბიტურიენტმა საქართველოს უნივერსიტეტი
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
ბანში გზა ჩაიკეტა - ერთადერთ მცხოვრებს სახლში მზის ბატარიებს დაუმონტაჟებენ

,,მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ იყვნენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩვენი სოფლის საკრებულოს წარმომადგენელი

გასული თვის პოპულარული სიახლეები
ფარიზეტა თოთროევი - ერთადერთი მცხოვრები ბანში 1000 ლარით დააჯარიმეს
ერთ დროს ცხენით დადიოდა ხეობის სოფლებში. ჰყავდა ,,ვილისიც“. თიბავდა 9-ნომრიან ცელით.  სახელმწიფომ 1000 ლარით დააჯარიმა
შიდა ქართლში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერთა რაოდენობას უცნობი პირები აკვირდებიან
საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეხვედრებს, შიდა ქართლის სოფლებში, უცნობი პირები აკვირდებიან. ისინი ფოტოებს იღებენ
ტურიზმით შეცვლილი სოფელი უფლისციხესთან (ვიდეო)
უფლისციხის შესახებ, სარეკლამო რგოლები თითქმის ყველა ენაზეა გავრცელებული. ამან კი, ასახვა ჰპოვა ჩამომსვლელთა რაოდენობაზე.
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გლოვა მეტეხში - გარდაცვლილი მშობიარე გოგოს მამა ტრაგიკულ ღამეს იხსენებს
,,ვიბრძოლებ იმისთვის, რომ ამის გამო პასუხი აგონ, სხვების გადასარჩენად მაინც.“ - აცხადებს გარდაცვლილის მამა.
ამავე კატეგორიაში
დენის წყაროზე მიერთების დროს მხოლოდ ბურთულებიანი ,,ვარსკვლავი
დენის წყაროზე მიერთების დროს მხოლოდ ბურთულებიანი ,,ვარსკვლავი" აინთო. სტალინის სკვერში დამონტაჟებული
21:35 / 14.12.2018
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო
მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
ბიზნესმენი გიორგი შერაზადიშვილი სოფელ ბანში აგარაკს სახელმწიფო მიწაზე იშენებს. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა 
20:47 / 14.12.2018
,,თუ არ გვექნება ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ყველა ზემოთ
ხსენებულისა, ხიბლს კარგავს ღონისძიებები

,,თუ არ გვექნება ნაძვის ხე, რომელიც არის სიმბოლო ყველა ზემოთ ხსენებულისა, ხიბლს კარგავს ღონისძიებები" - განმარტავს

02:18 / 14.12.2018
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი
მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
უნივერსიტეტს აქვს რეგიონული ოფისები საქართველოს 7 ქალაქში, ერთ-ერთი მათ შორის გორში. კახაბერ თავზარაშვილმა იმ სერვისების
12:55 / 13.12.2018
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.