ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის #1248 განკარგულებაშია ცნობილი, რომელიც 2014 წლის 16 ივლისს მიიღეს და დღეს გამოქვეყნდა. განკარგულებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
აღნიშნული განკარგულებით დაფინანსებას კიდევ ერთი უმაღლესი სასწავლებელი, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიც იღებს, რომელსაც ცალკე 857 918 ლარი გამოეყო. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს დაფინანსება, ახალქალაქის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის საერთო საცხოვრებლის მოწყობასთან დაკავშირებით, ეძლევა.
პროექტი მთავრობის წინაშე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით და, ამავე დროს, დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესასწავლად შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ წარადგინა.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები