რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
დამსაქმებლების დამოკიდებულება ,,კანონთან კონფლიქტში მყოფ" პირთა მიმართ კვლავ მწვავეა
დამსაქმებლები, ხშირ შემთხვევაში, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, ხოლო საჯარო სამსახურში მათი დასაქმება შეუძლებელია.

ამის შესახებ ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისაკენ" წარმომადგენელმა, ქეთევან ბიძინაშვილმა, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრის დროს, განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ უმუშევრობის პრობლემას, სწორედ, საზოგადოების ამ ნაწილის მიმართ არსებული დამოკიდებულებაც ამწვავებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის წლიური მონაცემებით, ქვეყნის შრომისუნარიანი მოსახლეობის 11.8 პროცენტი უმუშევარია, ხოლო შიდა ქართლის რეგიონში 2015 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 0.2 პროცენტითაა მომატებული.

ქ საქართველოს კანონით საჯარო სამსახურის შესახებ (თავი მე-2. მუხლი 17), სახელმწიფო სამსახურში ისეთი პირის მიღება, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისთვის და ნასამართლეობის ცნობა მოხსნილი არ აქვს, აკრძალულია (საქართველოს პარლამენტი, 1997).

,,აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის აუცილებელი ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების განვითარება ეკონომიკური გაძლიერების ერთ-ერთი ისეთი გზის შესახებ, როგორიცაა სოციალური მეწარმეობა. ეს ყველაფერი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფართო საზოგადოებაში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების პრობლემების გაჟღერება, საკითხის წინ წამოწევა და აქტუალიზაცია." - აცხადებს ქეთევან ბიძინაშვილი.

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, ამ თემაზე, 29 მაისს, 13 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. კავშირი „ნაბიჯი მომავლისკენ“ ახორციელებს პროექტს „უკეთესი მომავლისთვის“.

შეხვედრის თემას წარმოადგენდა: ,,კანონთან კონფლიქტში მყოფ მშობლებთან პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა, პროექტის შედეგები, გამოწვევები, მიღწევები და ორგანიზაციის სამომავლო გეგმები."

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ და საზოგადოება ,,ბილიკის" მხარდაჭერით.

განმარტება:

კანონთან კონფლიქტში მყოფი პირი არის მოქალაქე, რომლის მიმართაც:

ა) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული;

ბ) შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მან ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე და 1002 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-9 ნაწილით, 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 123-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 150-ე მუხლის 22 ნაწილით, 1533 მუხლის მე-2 ნაწილით, 1536 მუხლის მე-2 ნაწილით, 1552, 157-ე და 166-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 173-ე მუხლით, 1741 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1752, 1771 და 178-ე მუხლებით და 1811 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

გ) გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი ან ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
13:29 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.