რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის გამგეობამ მგლებზე სანადიროდ მონადირეები დაიქირავა
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მგლებზე სანადიროდ მონადირეები უკვე მოძებნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მიმდინარე წლის ბოლომდე, მონადირე მამუკა ბერიკაშვილს და მის გუნდს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 10 მგლის მოკვლის ნებართვა მიეცა.

,,ხელშეკრულება უკვე მზად გვაქვს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, მას, მხოლოდ, 10 მგლის მოკვლის უფლება აქვს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება." - აცხადებს პრეს-სამსახური.

მისი განმარტებით, მამუკა ბერიკაშვილი ყოფილი მონკავშირის (მონადირეთა კავშირი) წევრია, რომელიც უახლოეს დღეებში, გამგეობაში დანარჩენი მონადირეების საბუთებსაც წარადგენს.

ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ბარში მგლების გამოჩენა უკავშირდება არა თუ მგლების ბიოლოგიურ გამრავლებას, არამედ ტყეში იმ ცხოველების გადაშენებას, რომელიც მგლების გამოსაკვებადაა საჭირო.

,,ჩემი აზრით, უმჯობესია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ტყეებში ცხოველების მასიურ ხოცვა-ჟლეტას მიაქციოს ყურადღება. როცა ტყეში არაა საკვები, მგელი ბარში ჩამოდის" - ამბობს ირმა მთიულიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა არაერთი ინფორმაცია გაავრცელა შინაურ ცხოველებზე მგლების დაცემის შესახებ. მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე იძულებულები არიან მათ ,,ამოსაღებად" მონადირეები დაიქირავოს.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელ ბრეძის ადმინისტრაციულ შენობას 2025 წელს ქარმა სახურავი
გადახადა. მას შემდეგ ქარელის მერის წარმომადგენელი და სპეციალისტები
მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან ემსახურებიან.
სოფელ ბრეძის ადმინისტრაციულ შენობას 2025 წელს ქარმა სახურავი გადახადა. მას შემდეგ ქარელის მერის წარმომადგენელი და სპეციალისტები მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან ემსახურებიან.
19:55 / 17.09.2026
კომპანია „გრავიტექს ცემენტრმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
განახლებული სკოპინგის ანგარიში შეიტანა. ოთარშენსა და თედოწმინდას
შორის საწარმოს აშენებისთვის გორის მერმა მიწის ნაკვეთს სტატუსი
შეუცვალა.
კომპანია „გრავიტექს ცემენტრმა“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განახლებული სკოპინგის ანგარიში შეიტანა. ოთარშენსა და თედოწმინდას შორის საწარმოს აშენებისთვის გორის მერმა მიწის ნაკვეთს სტატუსი შეუცვალა.
18:16 / 17.09.2026
გორის თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ფატი
ფულარიანის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება 13 ოქტომბერს არის
დაგეგმილი.
გორის თეატრის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტის, მსახიობ ფატი ფულარიანის ვარსკვლავი გაიხსნება. ღონისძიება 13 ოქტომბერს არის დაგეგმილი.
17:25 / 17.09.2026
ტანას ხეობის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლაში ორი წელია პირველკლასელი
არ შესულა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველკლასელთა სტატისტიკა 2021
წლიდან ყოველწლიურად მკვეთრად იკლებს.
ტანას ხეობის სოფელ ბოშურის საჯარო სკოლაში ორი წელია პირველკლასელი არ შესულა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით პირველკლასელთა სტატისტიკა 2021 წლიდან ყოველწლიურად მკვეთრად იკლებს.
14:50 / 17.09.2026
გივი მიქანაძის გორში ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო ფესტივალი
იმართება. მინისტრი ასევე კომბინატის დასახლებაში სტუდენტთა საერთო
საცხოვრებელს დაათვალიერებს. მინისტრის სტუმრობისთვის გადაიკეტა ჭავჭავაძის
გამზირი.
გივი მიქანაძის გორში ვიზიტის ფარგლებში სამეცნიერო ფესტივალი იმართება. მინისტრი ასევე კომბინატის დასახლებაში სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს დაათვალიერებს. მინისტრის სტუმრობისთვის გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი.
14:08 / 17.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.