რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
რუსთაველის თეატრის დასი გორის თეატრს მესამედ ეწვია
13 ივნისს, გორში ,,კომედიის ფესტივალი" დასრულდა.

ამ დღის აღსანიშნავად რუსთაველის თეატრის დასი გორელი მაყურებლის წინაშე წარსდგა.

ისტორიული ფაქტი ერისთავის სახელობის თეატრში უკვე მესამედ განმეორდა.

რუსთაველის თეატრი, გორის სცენაზე, პირველად, 1978 წელს, სტალინის 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გამოვიდა.

შემდეგ, კომედიის ფესტივალის წყალობით, 2016 წელს ესტუმრა.

გუშინ კი, ლაშა ბუღაძის მოთხრობის მიხედვით, რეჟისორ დავით მაჭავარიანის დადგმული ,,სულიერი არსებები" წარადგინეს.




მსახიობი თათული დოლიძე




მსახიობი მურმან ჯინორია



მსახიობი მარინა კახიანი




,,სულიერი არსებები"


თემიკოს და მაიკოს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ მშობლები მათი სიყვარულის წინააღმდეგი არიან, რადგან მამებს ახალგაზრდობაში დიდი უსიამოვნება მოსვლიათ.

მშობლები ერთმანეთს უნივერსიტეტიდან იცნობდნენ და მეგობრობდნენ. თემიკოს მამა, კუსა კრიმინალური ავტორიტეტი გახდა, მაიკოს მამა ელდარი კი, პარტიული აქტივისტი.

ელდარის დასმენით, კუსას პოლიცია კლავს. კრიმინალური ავტორიტეტის ცოლი (შემსრ. მარინა კახიანი) კი, 17 წლის განმავლობაში ელდარის საყვარელი ხდება.

ელდარის (შემსრ. დავით კვირცხალია) ცოლი ირინა (შემსრ. თათული დოლიძე) მთელი ცხოვრება ეჭვიანობს. მის სულიერ სიმშვიდეს მეუფესთან დარეკვაც ვერ შველის და მზადაა აღსარება ტელეფონითაც ჩააბაროს. მაგრამ მეუფე მამა რაფიელთან გადაამისამართებს, ეჭვიანობის ლოცვებს გასწავლისო.

საბოლოოდ, ეჭვით დაავადებული ირინა ღამით ოთახის ნივთებს ელაპარაკება. ოთახის ნივთები ურჩევენ, რომ მანაც უღალატოს თავის ქმარს და ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება მის გასამწარებლად.

მწერალ ლაშა ბუღაძეს თანამედროვე ახალგაზრდების ცხოვრების მანკიერი მხარეებიც შემოყავს.

ახალგაზრდობაში მათმა დაშვებულმა შეცდომებმა შემდეგ შვილებს შეუქმნა პრობლემები.

პარტაქტივისტის შვილს, მაიკოს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს, მაგრამ თემიკოს აირჩევს: ,,არ ვიცი, შენ რატომ შემიყვარდი. ალბათ, იმიტომ, რომ სულ ტელეფონზე მელაპარაკები" - ეუბნება მაიკო თემიკოს.

კრიმინალურ ოჯახში გაზრდილ თემიკოს ჰგონია, რომ მაიკო უყვარს, თუმცა ვნება მისი დაქალის, ილონას მიმართ აქვს.

ორი ოჯახის საიდუმლოებები ცნობილი ხდება მძევლად აყვანილი კოტესთვის, რომლის გამოსასყიდ თანხას მისი ოჯახის წევრები არ იხდიან. კრიმინალური ავტორიტეტის ცოლს, იმედი აქვს, რომ გამოსასყიდ თანხას გადაუხდიან. ამით მას დიდი შემოსავალი ექნება.

აქ აშკარად 90-იანი წლების საქართველოს ცხოვრების სურათი იშლება.

აბოლოოდ, ნელ-ნელა აშკარავდება უფროსი თაობის კრიმინალური წარსული და არასახარბიელო, სამარცხვინო დღევანდელობა. ამ ყველაფერს მძევლად აყვანილი კოტე (შემსრ. მურმან ჯინორია) ააშკარავებს. ის ვერ ითმენს კრიმინალური ავტორიტეტის ცოლის საქციეს, მის სულში კუსას მენტალიტეტი ჩაისახება და ყველას თავის ადგილს მიუჩინეს - დაპირისპირება იარაღის სროლით მთავრდება.

შეყვარებულები მაინც დაქორწინდებიან და ისინიც მშობლების გზას მიჰყვებიან.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.