რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
აირბალონიანი მანქანების შესახებ შს სამინისტროში განმარტებას აკეთებენ
შს სამინისტროს განცხადებით, 2017 წლის 1 ივლისიდან არ შეიცვლება სამართლებრივი რეჟიმი აირბალონიანი მოწყობილობის მქონე სატრანსპორტო საშუალებებისათვის და მათი შემოწმებისა და რეაგირების წესი ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟზე იქნება იგივე, რაც იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და ეს მიდგომა გამკაცრდება მხოლოდ ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ.

დღეის მდგომარეობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 მუხლით (ექსპლუატაციის წესების დარღვევა) დადგენილი მოთხოვნების შემოწმებას და მასზე რეაგირებას ახორციელებს იმ შემთხვევაში თუ დარღვევა ვიზუალურად აშკარაა და ვიზუალური დაკვირვების შედეგად სახეზეა გაუმართაობისგან საფრთხის წარმოშობის მაღალი ალბათობა.

აგრეთვე, იმ შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ტექდათვალიერებას და ასეთი სატრანსპორტო საშუალება არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

გამართული ტექდათვალიერების სისტემის გარეშე, რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნათა აღსრულების სამართლებრივ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ მექანიზმს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე, გარდა ზემოაღნიშნული ორი შემთხვევისა (ვიზუალური დაკვირვების შედეგად გაუმართაობით გამოწვეული აშკარა საფრთხე და სავალდებულო ტექდათვალიერებას დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის მიერ მოთხოვნების დარღვევა) არ განახორციელებს 119-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და შესაბამისად, არ მოხდება ამ მძღოლებისათვის ქულების შემცირება.

ამასთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აირბალონიანი მოწყობილობების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მოახდინონ მათ სატრანსპორტო საშუალებებზე დამონტაჟებული სისტემების შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატების აღება ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედებამდე, რადგან ტექდათვალიერების სისტემის ამოქმედების შემდეგ, ამ სფეროში ადმინისტრირება გამკაცრდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.