|
პრესსამსახურის ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე შოლა კალაპოტიდან გადმოვიდა და საცხოვრებელი სახლები დატბორა.
მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც სახლებიდან დაგროვილი წყლის ამოტუმბვა ხდება.
მიმდინარე სამუშაოებში ჩართული არიან შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
მდინარის ადიდება 12 აგვისტოს მოსულმა ნალექმა გამოიწვია.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები