რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
გაფრთხილება მესაქონლეებს, ყასბებს, მოგზაურებს - ყირიმ-კონგოს ვირუსი შიდა ქართლში

 

ხაშურის რაიონში 12 შემთხვევა დაფიქსირდა. 2009 წლიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე სულ 33 შემთხვევაა რეგისტრირებული საქართველოში.

პაატა იმნაძის განცხადებით, ადამიანებში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების  შემთხვევების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წელს დაიგეგმა  და ამჟამადაც მიმდინარეობს (სამცხე–ჯავახეთსა და შიდა ქართლში) ფართო საგანმანათლებლო კამპანია.

 

ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა,   რომელსაც იწვევს ვირუსის სახეობა Nairovirus,  ოჯახი Bunyaviridae. აღნიშნული ვირუსი მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ პათოგენთა ნუსხას. ენდემიური კერები გავრცელებულია აფრიკაში, აზიაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში. სწორი დიაგნოზის დასმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას.

 

ადამიანი ინფიცირდება ტრანსმისიულად, ტკიპების კბენით და ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს. დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინა შექმნილი არ არის.        

 

ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ძირითად გადამტანად ითვლება ჰიალომას (Hyalomma,) სახეობის ტკიპები, რომელიც საქართველოშიც არის გავრცელებული.  ცხოველები, რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვა) ვირუსის დროებითი რეზერვუარებია. ცხოველი ინფიცირდება დაავადებული ტკიპის კბენისას. მის სისხლში ვირუსი დაინფიცირებიდან ერთი კვირის განმავლობაში ცირკულირებს  და ტკიპის შემდგომი კბენისას, ინფექციის გადაცემის ციკლი, ტკიპი–ცხოველი–ტკიპი, გრძელდება. ცხოველებში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს,  ან ვლინდება აბორტებით. 

 


ადამიანის ორგანიზმში ვირუსი ხვდება ინფიცირებული ტკიპის კბენის, ტკიპთან ექსპოზიციის (გაჭყლეტის), ავადმყოფი ადამიანის და ცხოველის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტის  შედეგად. რისკის ჯგუფში შედიან :

 

  • სოფლის მეურნეობის მაუშაკები;
  • მესაქონლეები;
  • ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები;
  • ვეტერინარები;
  • მედიცინის სფეროს მუშაკები;
  • მოგზაურები (ყირიმი–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემიურ რეგიონებში)

 

სიმპტომები


 დაავადების ინკუბაციური პერიოდი  ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში   არის 1–3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას 5–6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი  13–14 დღე.

 

დამახასიათებელი სიმპტომებია:


  • ცხელება;
  • კუნთებისა და თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება;
  • გამონაყარი;
  • სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენები სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირიდან, ღრძილებიდან, საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან)

მსგავსი სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.


დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გამოწვეული დაავადების ლეტალობა 10-40%-ს აღწევს.

 

     პრევენცია


  • სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას და დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტისას, პირადი პროფილაქტიკის დაცვა (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები);
  • მედიცინის სფეროს მუშაკების მიერ საავადმყოფოსშიგა რეჟიმის დაცვა;
  • ვეტერინარული ღონისძიებების გატარება შინაური ცხოველების მიმართ ;
  • ტკიპებთან კონტაქტის მაქსიმალური შეზღუდვა

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.