რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
20 ივლისიდან ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი ამოქმედდება
მიმდინარე წლის 18 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისთვის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის თაობაზე იმსჯელა.

ტარიფების გაანგარიშების პროექტები საჯარო სხდომაზე სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა წარმოადგინა.

კომისიის გადაწყვეტილებების შესაბამისად, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 46.153 თეთრი/მ3-ით (ტარიფი მოცემულია დღგ-ს ჩათვლით); მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3-ით; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 10.479 თეთრი/მ3-ს; (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე).

შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფია - 48.254 თეთრი/მ3 (დღგ-ს გარეშე). მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს - 1.884 თეთრი/მ3-ს; განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.620 თეთრი/მ3-ს; ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ხოლო სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.940 თეთრი/მ3-ს.

სს „საქორგგაზის“ მომხმარებლებისათვის სამომხმარებლო ზღვრული ტარიფი განისაზღვრა - 48.314 თეთრი/მ3-ით. მიწოდების ზღვრული ტარიფი - 26.750 თეთრი/მ3; ტრანსპორტირების ტარიფი შეადგენს 1.884 თეთრი/მ3-ს; ხოლო განაწილების საქმიანობის ტარიფი - 19.680 თეთრი/მ3-ს. ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე. ხოლო დღგ-ს ჩათვლით სამომხმარებლო ტარიფი განისაზღვრა- 57.011 თეთრი/მ3-ით.

ტარიფის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.