რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
გორის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს ბრალი წაუყენეს
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს
გულიკო ბზიშვილს პირობითი მსჯავრი დაედო.
ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გამგებელს დავით ონიაშვილს გორის სასამართლოდან გუშინ მიუტანეს.
იურიდიული განყოფილების უფროსმა რეზო გოგიაშვილმა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, სამსახურიდან გულიკო ბზიშვილის გათავისუფლების შესახებ, უკვე დაიწყო.
გულიკო ბზიშვილს იმედი აქვს, რომ გამგეობა საკითხს მისთვის სასარგებლოდ გადაწყვეტს, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება არ ეკრძალება.
საქმე იმაშია, რომ 2016 წელს ანტიკორუფციულმა სამსახურმა კულტურის ცენტრის ფინანსური საქმიანობის შემოწმება დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ 2016 წლის შემოდგომით, რთველზე, კულტურის ცენტრმა ჩექმები, სასხლავი მაკრატლები და სხვა საჭირო ნივთები, ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, შეიძინა გულიკო ბზიშვილის დისშვილისგან.
,,ანტიკორუფციული სამსახურმა თითქოს აღმომიჩინა 2710 ლარის მითვისება. ვიყავით, საკმაოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში. დღენახევარში უნდა მომესწრო ღონისძიების გამართვა. ჩამოსული იყვნენ პოლონელები. იმის გამო, რომ ტენდერი არ შედგა, საჭირო ნივთები შევიძინე ნიკოლოზ ვანიშვილისგან, რომელიც არის ჩემი დისშვილი. ამის შესახებ თავის დროზე საქმის კურსში შესაბამისი სამსახურები იყვნენ. რატომღაც ეს ჩამითვალეს დარღვევად" - ამბობს გულიკო ბზიშვილი.
პროკურატურამ, ანტიკორუფციული სამსახურის მასალებზე დაყრდნობით, ბრალი გულიკო ბზიშვილის შვილს და დისშვილს წაუყენა. სამივე მათგანს პირობითი მსჯავრი დაედო და ჯარიმის სახით 1000-1000 ლარი დაეკისრათ.
,,ასევე, დამეკისრა იმ თანხის ანაზღაურება, რომელიც მე ღონისძიებისთვის დავხარჯე" - განმარტავს გულიკო ბზიშვილი.
იურიდიული სამსახურის უფროსი რეზო გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში გულიკო ბზიშვილის მმართველობის დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, სულ 4 339 ლარი გაიფლანგა. რეზო გოგიაშვილის დასახელებულ თანხას გულიკო ბზიშვილი არ ეთანხმება და საქმის მასალების გაცნობისას დაგვიდასტურებს.
ფოტოზე: გულიკო ბზიშვილი კულტურის სამსახურის უფროსთან არსენ აზალაძესთან ერთად

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს
განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
გორში მგზავრთა უნებართვო გადაყვანის 26 ფაქტი გამოავლინეს. თითოეული
მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდა.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები