რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის ძაღლების თავშესაფრის მუშაობა საკრებულოს სხდომაზე დადებითად შეაფასეს
,,ღამის 12 საათზე რომ ბავშვს ძაღლი უკბენს, რა ქნას თამარ აფციაურმა?" - განაცხადა ,,ქართული ოცნების' წარმომადგენელმა დავით წეწვაძემ საკრებულოს სხდომაზე, სადაც ,,გორის მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის" ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის მოხსენებას ისმენდნენ.

მისი თქმით, საკუთარ უბანში, ,,წყაროსუბანში“ ავი ძაღლი ვერ დაიჭირეს.

,,ჩვენ უბანში ერთი ავი ძაღლია. დავურეკე თამარ აფციაურს. სამი საათი სდიეს, ვერ იჭერდნენ. დამჭერი არა აქვთ ნორმალური. საჭიროა, დასაძინებელი თოფი ჰქონდეთ" - თქვა დავით წეწვაძემ.

ამავე პარტიის წარმომადგენელმა ზაზა ზაზაშვილმა განაცხადა, რომ ,,ახალბაღის" ტერიტორიაზე ე.წ. ბირკიანმა ძაღლმა პატარა ბავშვს უკბინა.

,,რა ქნას თამარ აფციაურმა?“ - კვლავ ჩაერია დავით წეწვაძე. ,,ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ლია ჩლაჩიძემ მიუსაფარ ძაღლების თავშესაფრის ხელმძღვანელს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან პასიური მუშაობის შესახებ კითხვა დაუსვა:

,,რატომ არ ეძებთ დონორებს? შეიძლება გაქვთ ან არ გაქვთ პროექტები წარდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მე ეს არ ვიცი და თუ გაქვთ, ჩაგვაყენეთ საქმის კურსში. ჩვენ რამდენი დაფინანსებაც არ უნდა მოგცეთ, მაინც არ გეყოფათ ეს თანხა, როგორც თქვენ საუბრობთ“ - განაცხადა ლია ჩლაჩიძემ.

ძაღლების თავშესაფრის დირექტორი თამარ აფციაური აცხადებს, რომ მიმდინარე წელს დაფინანსება 97 000 ლარი აქვთ. სამუშაოზე დასაქმებული ჰყავთ ხუთი ადამიანი, აქედან ორი ძაღლების დამჭერია. ერთი თანამშრომელი გაუშვეს, რადგან ვერ შეძლო მუშაობა.

,,ჩვენ ვერ მოვიძიებთ დონორებს, ჩვენ ვექვემდებარებით მერიას. ჩვენი დაფინანსების პირობებში რასაც ვაკეთებთ, შეგიძლიათ, მოხვიდეთ თავშესაფარში და ნახოთ ჩვენი მდგომარეობა“ - აცხადებს თამარ აფციაური.

მისი განმარტებით, მწირი ბიუჯეტის პირობებში შეუძლებელია პრობლემის მოგვარება, რადგან რაიონებიდან ძაღლები ქალაქში მიჰყავთ და ტოვებენ.

ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგულაციები, მაგალითად, მოხდეს ძაღლების აღრიცხვა, რის შედეგადაც ქუჩაში გაშვებული ძაღლის პატრონის ამოცნობა ადვილი შესაძლებელი იქნება.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს პრობლემა რეგიონალურ დონეზე უნდა გადაწყდეს, რადგან ქალაქ გორში ძაღლები სხვა რაიონებიდან მიჰყავთ და ტოვებენ. ,,აქ კი აღვრიცხავთ, მაგრამ სხვა რაიონიდან რომ ჩამოიყვანენ, იმას როგორ გავიგებთ, ვისია“ - აცხადებს ზურაბ როსებაშვილი.

საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი იხსენებს, რომ გორის მერი რამდენიმე თვის წინ რეგიონალური თავშესაფრის გაკეთებაზე საუბრობდა:

,,გვითხრა მერმა, რომ მიმდინარეობს მუშაობა რეგიონალურ თავშესაფარზე, რაც არ განხორციელდა. ასევე, ვითხოვდი დაფინანსების გაზრდას, მაგრამ არც ეს გააკეთეს“ - აღნიშნა თედლიაშვილმა.

საბოლოო ჯამში, კრება მხიარულად დამთავრდა. საკრებულოს წევრებმა რამდენიმე ამბავი, ძაღლებისგან დაკბენის შესახებ, მხიარულად გაიხსენეს.

თავშესაფრის ხელმძღვანელის ანგარიში, ორი კვარტლის მუშაობის თაობაზე, დადებითად შეაფასეს.

აღნიშნული ანგარიში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა.

იხილეთ


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.