რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მკვლელობა კომბინატში ცეცხლის წაკიდებით - ახალგაზრდა ქალს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ახალგაზრდა ქალს, რომელსაც 39 წლის როინ ბედიანაშვილის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

გორის პროკურორმა ვლადიმერ ნარინდოშვილმა სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით უზენაესს სასამართლოს მიმართა, თუმცა, 2017 წლის 27 ივნისს, გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 15-წლამდე.

მსჯავრდებულის ადვოკატმა სასჯელის შემსუბუქება მოითხოვა, რადგან, მისი პოზიციით, აწ გარდაცვლილი, ახალგაზრდა ქალთან, ურთიერთობის დამყარებას იძულებით ცდილობდა.

საქმის მასალების მიხედვით, მკვლელობა, დამამძიმებელ გარემობაში, 2016 წლის 8 მარტს, დილის დაახლოებით 3 საათზე მოხდა. ქალი იმავე დღეს პოლიციას ჩაბარდა და აღიარა დანაშაული.

განაჩენით ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 8 მარტს აწ უკვე მსჯავრდებული ქალი სტუმრად იმყოფებოდა როინ ბედიანაშვილის სახლში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს, ღირებულს 100 ლარად.

,,ამ დროს როინ ბედიანაშვილმა სცადა, დაემყარებინა მასთან ურთიერთობა, ბრალდებულმა გაუწია წინააღმდეგობა და ამის საშუალება არ მისცა.  შურისძიების მოტივით, ქალმა გადაწყვიტა განზრახ მოეკლა როინ ბედიანაშვილი და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მას სასმელში ჩაუყარა წამალი, რის შედეგადაც ბედიანაშვილს დაეძინა. ცეცხლის გაჩენისა და დაწვის განზრახვით, ქალმა ოთახში არსებულ ელექტროგამათბობელზე დადო ბალიში და სკამი, რის შემდეგაც, განზრახვის ბოლომდე მიყვანისა და მისი მოკვლის მიზნით, ბენზინგასამართ სადგურზე შეიძინა ორი ლიტრი ბენზინის საწვავი, დაბრუნდა ბინაში და შეასხა იგი, ბენზინი მაშინვე აალდა, თვითონ კი ტაქსით წავიდა შემთხვევის ადგილიდან. ჩადენილი განზრახი ქმედების შედეგად როინ ბედიანაშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა." - აღნიშნა პროკურორმა სასამართლო პროცესზე.

ცეცხლის გაჩენისას სამაშველო სამსახურისა და პატრულის თანამშრომლებმა ბინის კარის გაღება ვერ შეძლეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ფანჯრიდან შეაღწიეს. 39-წლის სამხედრო მოსამსახურე ოთახში უკვე ნახევრად დამწვარი იყო.

სასამართლომ ადვოკატის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ შემცირებულიყო სასჯელი, არ გაითვალისწინა, რადგან:

,,მართალია, ნასვამი როინ ბედიანაშვილი შეეცადა მასთან სახლში ღამის გასათევად დარჩენილ, ასევე ნასვამ ქალთან ურთიერთობის დამყარებას, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა და გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა იმავდროულად, ბრალდებულმა  შეძლო ბედიანაშვილის დაწყნარება და მოახერხა მისთვის სასმელში დასაძინებელი აბების ჩაყრა. ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ გათიშული მამაკაცისგან უკვე არანაირი საფრთხე აღარ ემუქრებოდა, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით განიზრახა უგონო მდგომარეობაში მყოფის მოკვლა. მსჯავრდებულის აღნიშნული ქმედებით ნათლად იკვეთება მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, ბრალდებულის მხრიდან მართლწესრიგის ნორმების განსაკუთრებული უპატივცემულობა და უგულებელყოფა, მისი ნების სიმტკიცე, გამორჩეული ცინიზმი და სიძულვილი მსხვერპლის მიმართ. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედებაში გამოკვეთილია განზრახ მკვლელობა პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს - დაზარალებულის სიკვდილს, სურდა ამ შედეგის დადგომა და ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (დაზარალებულის სიკვდილს)." - აღნიშნავს უზენაესი სასამართლო.

რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას სასჯელის დამძიმების შესახებ, ერთ-ერთ გარემოებად დასახელებული იყო დაკარგული ტელეფონის არანაზღაურება:

,,საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა დამამძიმებელ გარემოებად პროკურორის საკასაციო საჩივრის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მიყენებული ზიანი არ აქვს ანაზღაურებული და მოითხოვს მსჯავრდებულის მკაცრად დასჯას. პალატა აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიეთითოს ისეთი გარემოება, რომლის შესრულებას ან დაკმაყოფილებას კანონი არ ავალდებულებს, ხოლო დაზარალებულის უფლებამონაცვლეს უფლება აქვს, მსჯავრდებულისგან ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით" - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

გარდაცვლილ როინ ბედიანაშვილს, რომელიც სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მსახურობდა, ხუთი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ქალს კი, - დედა. მისი თქმით, მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. აღნიშნულ შემთხვევამდე თვითმკვლელობა სცადა მედიკამენტებით და ექიმებმა გადაარჩინეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.