რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ტესტირების ცენტრში გაუმართავ მანქანებზე საეჭვო დოკუმენტები გასცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2017 წლის 6 სექტემბერს კომერციული მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისიანობაზე ტესტირების ჩატარებისთვის შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლები, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ დათვალიერებას დადგენილი ტექნიკური რეგლამენტის დარღვევით, ახდენდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, აღნიშნულ კომპანიაში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს გზისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათები და შესაბამისი ფირნიშები, რაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულობას ადასტურებდა.

საგამოძიებო სასმსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში მიეცა სსიპ აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული ერთ - ერთი კომპანიის ტესტირების ცენტრის სერთიფიცირებული ორი ინსპექტორი.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამთავრობო დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის - „ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდები“ მოთხოვნების უგულებელყოფით, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გასცეს გზისთვის ვარგისიანობის დამადასტურებელი ტესტირების ბარათები და შესაბამისი ფირნიშები, რაც აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურად გამართულობას ადასტურებდა." - აღნიშნულია განცხადებაში.

მოქმედი კანონმდებლობის (,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის და 62-ე მუხლის მე-5 პუნქტი) თანახმად, გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას ექვემდებარება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა სრული მასა 3 500 კილოგრამს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 221-ე მუხლის მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.