რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ნასვამი ბექა ხახუბია მთელი გზა საჭეს აკონტროლებდა, ამბობს პროკურორი
ბექა ხახუბიას დაღუპვის ფაქტზე გორის სასამართლოში არსებითი განხილვა დაიწყეს. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა კაკაურიძემ მიიღო. ადვოკატების მოთხოვნა შეწყვეტილიყო პატრულ-ინსპექტორების მიმართ  სამართლებრივი დევნა, არ დაკმაყოფილდა და პოლიციის თანამშრომლების ბრალეულობის საკითხის გარკვევა სასამართლოს მიენდო.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის სამ თანამშრომელს: ნუკრი ხაბელაშვილს (ათმეთაური), გია სადაღაშვილს და ზურაბ რუსიშვილს ბრალი სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებასა და ადამიანის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში ედებათ, სამივე მათგანს გირაო აქვს შეფარდებული და, ამჯერად, განაჩენს ელოდებიან.

დასაკითხ მოწმეთა რაოდენობა ბევრია, ექსპერტთა დასკვნები მომზადებული, სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოღებული, როგორც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიდან, ასევე, ბენზინგასამართ სადგურებიდან. საქმეში ასევე დევს პატრულ-ინსპექტორთა რაციის ჩანაწერები. 

პროკურორები დავით ძნელაშვილი და გიორგი ლეკიშვილი დარწმუნებულები არიან, რომ პატრულის თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, ხოლო მათმა ქმედებამ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

,,მიუხედავად იმისა, რომ ბექა ხახუბია მთვრალი იყო, ის, მთელი გზის განმავლობაში, საჭეს აკონტროლებდა" - აღნიშნა პროკურორმა დავით ძნელაშვილმა ადვოკატების თეა აბესაძისა და ნოდარ ცინცაძის განცხადების საპასუხოდ. პროკურორის თქმით, პატრულს დევნა უნდა შეეწყვიტა, დაეწყოთ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და გზა არ უნდა გადაეკეტათ.

ბექა ხახუბია პატრულის დევნისას მანქანით ტრაილერს დაეჯახა, რომელიც გორის გვირაბთან დიდი სიჩქარით მიმავალ მის მანქანას წინ გადაუღობეს. ტრაილერით გზის გადაკეტვის ბრძანება ათმეთაურმა ნუკრი ხაბელაშვილმა გასცა. მისი ბრძანება კი, გია სადაღაშვილმა და ზურაბ რუსიშვილმა შეასრულეს. 

პატრულ-ინსპექტორის ნუკრი ხაბელაშვილის ადვოკატი თეა აბესაძე ამბობს, რომ გზა არ იყო სრულად გადაკეტილი და დარჩენილი იყო 3 მეტრი სიგანე მანქანის გასავლელად: ,,არსებობს მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ იმ მონაკვეთზე სხვა მანქანებმა თავისუფლად გაიარეს. თუ პროკურორი აცხადებს, რომ მთვრალი მძღოლი საჭეს აკონტროლებდა, მაშინ, ბექა ხახუბიას თავისუფლად შეეძლო ტრაილერისთვის გვერდის ავლა, რომ არ ყოფილიყო შემთხვევით მიმავალი ევაკუატორი".

ბექა ხახუბია გვირაბის გავლის შემდეგ მანქანით ჯერ ევაკუატორს დაეჯახა, რომელიც დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა, რის შემდეგაც, ტრაილერის პირისპირ აღმოჩნდა. ეს შეჯახება კი, საბედისწერო აღმოჩნდა.

მართალია, სასამართლოში თითოეული დეტალის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა, პროკურორმა წინასწარ აღნიშნა, რომ პატრულის დებულების მიხედვით, დაუშვებელია გზის გადაკეტვა, მაგალითად, ტრაილერის მეშვეობით.

პატრულ-ინსპექტორების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ მანქანის შემაკავებელი სხვა საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს. 

,,პატრულის თანამშრომლებს საქმე ჰქონდათ იმდენად სერიოზულ ფაქტთან, რომ დაახლოებით 150 კმ მანძილზე მანქანამ დიდი სიჩარით იმოძრავა, საფრთხე შეუქმნა სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლების უსაფრთხოებას. ეს საფრთხე კი, განსაკუთრებით აგარასთან შეიქმნა. ჩვენ შეიძლება ვიდავოთ იმის შესახებ, გადააჭარბა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას, მაგრამ, მეორე მუხლი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ძალიან არასერიოზულია. მათ შეასრულეს ბრძანება და ისინი ვალდებულები იყვნენ ეს გაეკეთებინათ. გია სადაღაშვილი და ზურაბ რუსიშვილი ვერ ივარაუდებდნენ იმას, რომ სწორედ იმ დროს გამოივლიდა ევაკუატორი, გააჩერებდა მას და დაზარალებული კი, თავის მანქანას ვერ აარიდებდა. ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფებმა გზა ისე გადაკეტეს, რომ იქ მანქანას შეეძლო გავლა" - აღნიშნა ნოდარ ცინცაძემ.

,,მადლობაც ხომ არ გადავუხადოთ"  - განაცხადა სასამართლოს დარბაზში მყოფმა, ბექა ხახუბიას ძმამ, რომლის რეპლიკამ სხდომათა დარბაზში ვითარება დაძაბა. ათმეთაურის ადვოკატი თეა აბესაძე ამტკიცებს, რომ გზის ნაწილობრივ გადაკეტვის ბრძანება იმ რეალური ფაქტის შედეგი იყო, რასაც ადგილი ჰქონდა თბილისი-ხაშური, შემდეგ კი, ხაშური-გორის მონაკვეთზე:

,,სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოქვეყნების დროს დარწმუნდება საზოგადოება, რა საფრთხის შემცველი იყო დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა. რაციის ჩანაწერები ცხადყოფს, რომ არაერთი პოლიციელის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ. დევნას ახორციელდება 9 ეკიპაჟი, საქმეში ჩართული იყო 30-მდე პოლიციელი. აგარასთან თავიდან იქნა აცილებული ქვეით პატრულთან შეჯახება. ამის შემდეგ, ის უკვე წარმოადგენდა არა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, არამედ, სისხლის სამართლის დამნაშავეს. მანქანა პირდაპირ პოლიციელებს მიუშვა დაზარალებულმა. ახლა პროკურორი ამტკიცებს, რომ თურმე ის საჭეს აკონტროლებდა და პატრულს ნებაზე უნდა მიეშვა, არავინ იცის, რა მოხდება შემდეგ" - თქვა ადვოკატმა.

პროკურორის თქმით, ფაქტებს ადვოკატები საკუთარი ინტერპრეტაციით ხსნიან:

,,თავადვე აცხადებენ ადვოკატები, რომ დევნა დიდი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა. როცა ხედავ, ადამიანი არ გემორჩილება და დიდი ალბათობით ის, არც შემდეგ, დაგემორჩილება, სწორედ, ამიტომ  უნდა განესაზღვრათ, რომ გზის გადაკეტვის შემთხევაში, არც ამ ბარიერს დაემორჩილებოდა მოქალაქე და სავალალო შედეგი დადგებოდა" - განაცხადა პროკურორმა გიორგი ლეკიშვილმა.

ათმეთაურის ადვოკატი თეა აბესაძე აცხადებს, რომ ნუკრი ხაბელაშვილი მოქმედებდა საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისა და დაუმორჩილებელი მძღოლის შეკავების მიზნით. კიდევ ერთი დეტალი, რაც სხდომაზე გამოიკვეთა. გია სადაღაშვილისა და ზურაბ რუსიშვილის ადვოკატმა მოითხოვა ძველი თბილისის შს სამმართველოს გამომძიებლის აბო ბალხამიშვილის დაკითხვა:

,,როგორც ჩვენ გავიგეთ, აღნიშნულ შემთხვევამდე ბექა ხახუბია ძველი თბილისის სამმართველოში ადმინისტრაციული წესით ჰყავდათ დაკავებული და ის გაუშვეს. ვითხოვთ, ამ პიროვნების დაკითხვას, ვინც ბექა ხახუბია დააკავა, რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, შემდეგ რატომ გაათავისუფლეს" - აღნიშნა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.

ფოტოზე: პროკურორები გიორგი ლეკიშვილი და დავით ძნელაშვილი





ამავე თემაზე:

გორის გვირაბთან ბექა ხახუბიას დაღუპვის ფაქტზე პატრულის სამ თანამშრომელს ბრალი წაუყენეს


სასიკვდილო განაჩენის ადგილი გორის გვირაბთან - დეპუტატის შვილის ავარიის საქმეს პროკურატურა იძიებს (PHOTO)


ტრაილერისა და ,,X5"-ის შეჯახების ამსახველი ფოტოები


ფოთელი პარლამენტარის შვილი ავარიაში გორთან დაიღუპა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.