ახალი ამბები
პოლონეთის ყოფილი პარლამენტარი ლობისტობას გორის მერსაც სთავაზობდა
გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი იმ ადამიანთან შეხვედრის დეტალებს იხსენებს, რომელმაც მას პოლონეთში ვიზიტის დროს, გრანტების მიღებაში დახმარება შესთავაზა.

ამის შესახებ ზურაბ ჯირკველიშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა. მისი თქმით, პირადად, ამ თემაზე ანტიკორუფციული სამსახურისთვის არ უსაუბრია, თუმცა, საქართველოში დაბრუნებისას რამდენი ადამიანს, მათ შორის, გუბერნატორს, სამსახურის წარმომადგენლებს და ა.შ. პირებს უამბო.

,,ის საკითხი, რომ მე მივაწოდე პირადად ეს ინფორმაცია ანტიკორუფციულ სამსახურს, ეს ტყუილია. არც დავუბარებივარ და არც დავუკითხივარ. შესაძლებელია, მე გარკვეული უარყოფითი განცდა გამიჩნდა მასთან საუბრის შემდეგ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასთან რაიმე გარიგება შედგა" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი. მას დღემდე ვერ გაურკვევია, როგორ აღმოჩნდა თომას მაკოვსკის მანქანაში, რომლითაც დაახლოებით 100 კმ მანძილზე მარტოებმა ერთი ქალაქიდან მეორეში გაიარეს.

ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში ბიალისტოკის დღეებზე 2015 წელს იყო მიწვეული. მასთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე და ამავე საკრებულოს სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

,,თვითონ მოვიდა, გამეცნო, თავი წარმიდგინა პარლამენტის წევრად. თქვა, რომ მომავალ პარლამენტის არჩევნებზეც იყრის კენჭს. იქვე ისიც გაირკვა, რომ უკვე იცნობდა პაპუნა კობერიძეს. პაპუნა ჩემამდე გორის გამგებელი იყო და მაკოვსკის გვითხრა, რომ გორთან ურთიერთობის სურვილი ჰქონდა" - იხსენებს ზურაბ ჯირკველიშვილი. 

რამდენიმე დღის შემდეგ, გორის დელეგაცია სხვა ქალაქში მიიწვიეს. დელეგაციის წევრები ავტობუსით წავიდნენ, თუმცა, გორის მერს, როგორც პირველ პირს, მანქანით წასვლა შესთავაზეს.

,,მანქანაში მე და მაკოვსკი ვისხედით. ახლაც არ ვიცი, როგორ აღმოვჩნდი ამ მანქანაში. დაახლოებით 100 კმ მანძილი გავიარეთ. ამ კაცმა მითხრა, რომ ევროკავშირიდან პოლონეთში ბევრი გრანტი შემოდის და შეუძლია ამ გრანტის მოპოვებაში დაეხმაროს გორს, ოღონდ, იმ შემთხვევაში, თუ ვითანამშრომლებთო." - ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.

ჩვენს შეკითხვაზე, რა იგულისხმებოდა თანამშრომლობაში, ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ კითხვა არ გასჩენია: ,,მაშინ ჯერ გამოუცდელი ვიყავი, ახალი დანიშნული ვიყავი მერად და ეს კითხვები არ გამჩენია. ახალი გაცნობილი მყავდა ადამიანი და ლოგიკურია ხომ, რომ ასეთი გარიგება არ შედგებოდა" - განმარტავს გორის მერი.

მომდევნო წელს თომას მაკოვსკი საქართველოში ჩამოდის. ის პოლონეთის არჩევნებში მარცხდება, აღარაა პარლამენტის წევრი, მაგრამ გორის მერს არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით ესტუმრა.

,,გორში შევხვდით, ჩემს კაბინეტში რამდენიმე ადამიანთან ერთად. საუბარი შეეხებოდა სხვადასხვა პროექტებს, რომლის განხორციელებას ეს არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებდა. როგორც შემდეგ გავიგე, მძღოლები მიყავდა პოლონეთში სამსახურის დაწყების იმედით. ამის შემდეგ, მე საერთოდ არანაირი შეხება მქონია ამ კაცთან. გავიგე შემდეგ, რომ მას მჭიდრო ურთიერთობა დაუმყარებია გორის გამგებელთან დავით ონიაშვილთან, რა და როგორ? ეს მე არ ვიცი" - ასკვნის ჯირკველიშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ შს სამინისტროს ანტიკორუფციული სამსახური გორის გამგებლის დავით ონიაშვილისა და პოლონეთის ყოფილი პარლამენტარის თომას მაკოვსკის ფინანსური ურთიერთობით მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც პოლონეთიდან გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი დაბრუნდა. მაკოვსკი ტურიზმის ცენტრში მრჩევლად იყო გაფორმებული, იღებდა 1500 ევროს (ეკვივალენტი ლარებში) და კულტურის სამსახურის უფროსის, არსენ აზალაძის თქმით, ეწეოდა ლობისტურ საქმიანობას პოლონეთში. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეორეპორტაჟი
10-სულიანი ოჯახის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
გორში, ელექტოფიკაციის დასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები ათსულიან ოჯახს ესტუმრნენ
,,იარაღი და ტელეფონი მანქანაში ეგდო" - კადრები პოლიციელის გარდაცვალების ადგილიდან
პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებს იარაღი და ტელეფონი დახვდათ.
გორში ,,შენების მოძრაობის" შემაჯამებელ შეხვედრას ქუთაისელებიც დაესწრნენ
,,მოქმედი გამგებლის დავით ონიაშვილისა და ტელეკომპანია ,,თრიალეთის" მფლობელის ბადრი ნანეტაშვილის გუნდის არჩევის შემთხვევაში
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ზონკარის წყალსაცავი ამჟამად (PHOTO)

ტერიტორიას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს. ამ ადგილას მხოლოდ დასასვენებლად და სათევზაოდ მიდიან

შიდა ქართლში 45 ინჟინერ-ზედამხედველი ჩამოდის
2017, 2018 და 2019 წლებში გორის, ქარელის, კაპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტების გამგეობებს
ერედვისა და ქურთას მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა შინდისის გმირებს პატივი მიაგეს
,,დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები,  სოფელ შინდისში სპეციალურად ჩავდივართ. ჩვენთვის ეს უკვე ტრადიციაა"
ამავე კატეგორიაში
ცილისწამების მუხლი, რომლითაც მას ედავებიან, ჯარიმის სახით 500 000
რუბლის გადახდას ან ერთი თვით ,,სასარგებლო სამუშაოების“ შესრულებას
ითვალისწინებს.
ცილისწამების მუხლი, რომლითაც მას ედავებიან, ჯარიმის სახით 500 000 რუბლის გადახდას ან ერთი თვით ,,სასარგებლო სამუშაოების“ შესრულებას ითვალისწინებს.
01:04 / 20.10.2017
გორში, ელექტოფიკაციის დასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაციის
წარმომადგენლები ათსულიან ოჯახს ესტუმრნენ
გორში, ელექტოფიკაციის დასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები ათსულიან ოჯახს ესტუმრნენ
00:55 / 20.10.2017
მოკვლევით გაირკვა, რომ ზაზა მუზაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის
უფროსის, გიორგი ხიდაშელის დავალებით მოქმედებდა.
მოკვლევით გაირკვა, რომ ზაზა მუზაშვილი კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, გიორგი ხიდაშელის დავალებით მოქმედებდა.
23:13 / 19.10.2017
მათ ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი, გარშემო საწყობების
მეპატრონეების და იქ განთავსებული პროდუქციის მფლობელების მონაცემები
მოითხოვეს.
მათ ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართი, გარშემო საწყობების მეპატრონეების და იქ განთავსებული პროდუქციის მფლობელების მონაცემები მოითხოვეს.
16:01 / 19.10.2017
პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებს იარაღი და ტელეფონი დახვდათ.
პოლიციელის გარდაცვალების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლებს იარაღი და ტელეფონი დახვდათ.
15:00 / 19.10.2017
პოპულარული
ექსკურსიაზე გორის მესამე სკოლის მასწავლებელი კლდიდან გადავარდა
გარდაცვლილს, დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში.
გოგონა გორიდან, რომლის ნახატები მსოფლიოს იპყრობს
,,კონტრაქტის გაფორმების შემდეგ თავდაპირველად გავგზავნეთ თითო-თითო ნამუშევარი. მათი ადგილზე ჩასვლიდან ერთ კვირაში ისინი უკვე გამოიფინნენ პეკინში.
გორის მეხუთე და პირველი ბრიგადები ერთიანდება
ამის გამო, გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ოპტიმიზაციის შედეგად ამ დროისთვის დაზოგილი თანხის მოცულობა შეადგენს 32 მილიონ ლარს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.