რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ჟურნალისტი და გელა კაპანაძე სასამართლოში შეხვდებიან (VIDEO)
,,შენების მოძრაობის" ლიდერის ბადრი ნანეტაშვილის ტელეკომპანია ,,თრიალეთი" და ,,ქართული ოცნება" ერთმანეთს სასამართლოში დაუპირისპირდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ორივე მხარის წარმომადგენლებმა განუცხადეს.

,,თრიალეთის" წარმომადგენლის თქმით, გელა კაპანაძეს იმ არგუმენტების მოყვანა მოუწევს, რომლითაც იგი ტელეკომპანიას ,,შენების მოძრაობის" ინტერესების დაცვაში ადანაშაულებს, ხოლო გელა კაპანაძე საოლქო საარჩევნო კომისიის იმ გადაწყვეტილების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს, რომელიც ,,თრიალეთის" მიერ 21 სექტემბერს მომზადებულ სიუჟეტს დაეყრდნო. სიუჟეტის მიხედვით, კაპანაძე სამუშაო საათებში ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში იმყოფებოდა.

ეს მასალა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოიყენა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნით, საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა. არასამთავრობოების მოთხოვნა კომისიამ 11 ოქტომბერს დააკმაყოფილა და ოქმი, 2 000 ლარით დაჯარიმების თაობაზე, განსახილველად გორის სასამართლოს გადასცა.

გელა კაპანაძე ამბობს, რომ სამუშაო დროს საარჩევნო შტაბში ,,თრიალეთის" ჟურნალისტის მოთხოვნით აღმოჩნდა. ის არ წარმოადგენს იურისტს და, შესაბამისად, სავარაუდო კანონდარღვევის შესახებ, არ იცოდა. დასძენს, რომ შეგნებული პროვოკაციით ,,თრიალეთი" იმ პოლიტიკური მოძრაობის ინტერესების გამტარებელია, რომლის სიის სათავეში ამავე ტელეკომპანიის მფლობელი ბადრი ნანეტაშვილია.

21 სექტემბერს გორში ,,შენების მოძრაობის" კანდიდატები წარადგინეს. შეხვედრა ბადრი ნანეტაშვილის კუთვნილი შენობის, კინოთეატრ გამარჯვებისა და ტელეკომპანიის ოფისის წინ შედგა. პრეზენტაციაზე გამგეობის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ ის ტოვებს სამსახურს და მიდის ,,შენების მოძრაობაში". მან ,,ქართული ოცნება" დაადანაშაულა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში.

მალხაზ მიქელაძე იხსენებს, რომ ირმა პაპიძის განცხადების საპასუხოდ დაუკავშირდა გელა კაპანაძეს:

,,გელა კაპანაძემ მითხრა, რომ ინტერვიუს ჩასაწერად შემხვდებოდა ,,ქართული ოცნების" ოფისში. მე სულ ერთი ზარი განვახორციელე. იყო დაახლოებით 3 საათი ან ოთხის ნახევარი. მივედი პარტიის ოფისში და სამუშაო ოთახში ჩავწერეთ კაპანაძე. ის, რომ მე კონტრაჟორის გამო შევთავაზე ოფისში შესვლა, სრული სიცრუეა" - აცხადებს მალხაზ მიქელაძე. იგი განმარტავს, რომ ტელეკომპანია არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური მოძრაობის ინტერესების გამტარებელს და ამის დადასტურება გელა კაპანაძეს მოუწევს.

სწორედ, ამ დეტალს ხდის სადავოდ გელა კაპანაძე. მისი თქმით, სწორედ, ჟურნალისტმა სთხოვა პარტიის ოფისში ინტერვიუს ჩაწერა. აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საოლქო კომისიამ ისე შეადგინა, რომ სხდომაზე ტელეკომპანიის წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. შეგებებულ განცხადებაში გელა კაპანაძე, სწორედ, ,,თრიალეთს" ახსენებს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო
ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული
დირექტორები დააკავეს.
ქარელისა და ასევე მარნეულის მუნიციპალიტეტების საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ორი კომპანიის კომერციული დირექტორები დააკავეს.
17:00 / 04.08.2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული
ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში აფხაზეთის ომში დაღუპული ივანე თვალიაშვილისა და იური პატარაძის მონუმენტები დაიდგა.
16:34 / 04.08.2026
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი,
სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
გორის მერის აზრით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელსაც აქვს მშენებლობის ბაკალავრის ხარისხი, სტადიონის რეაბილიტაციას ვერ ჩაატარებს.
14:54 / 04.08.2026
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი
წყალიც ამომეწურება.
,,იცით მაინც, გარეთ რა დროა? ...  ცოტა ხანში დასალევი წყალიც ამომეწურება."
12:41 / 04.08.2026
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
სამუშაოები 90 დღეში უნდა დასრულდეს
11:37 / 04.08.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.