ზემოხსენებული პროექტის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის 5 თებერვალს იაპონიის საელჩოსა და "ჰეიფერ ინთერნაშონალ ჯორჯიას" (Heifer International Georgia) შორის.
პროექტის მიზანია გორის რაიონის სოფელ ძევერაში მეფრინველეობის ფერმის სისტემის გაუმჯობესება და ფერმის სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა. ინკუბატორის წიწილების საგრძნობლად დაბალ ფასში შეძენა დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება გორის რაიონის მცირემასშტაბიანი ფერმერებისათვის. როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული პროექტით გორის რაიონის 900 ადგილობრივი ფერმერი მიიღებს სარგებელს. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 90,810 ა.შ.შ. დოლარს.
„გრასრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ (GGP) საგრანტო პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს, რომლებიც ინიცირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყოფისსტანდარტის გაუმჯობესებას. პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადო ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, გარემოს გაუმჯობესება და სიღარიბის დაძლევა. 1998 წლიდან GGP–ის ფარგლებში იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოში დაფინანსდა 139 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 12,887,599 ა.შ.შ. დოლარი შეადგინა.
იაპონიის ოფიციალური განვითარების დახმარებამ საქართველოსადმი კი 370 მილიონ ა.შ.შ. დოლარს გადააჭარბა და მოიცავს ისეთ ფართო სპექტრს, როგორიცაა ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სოფლის მეურნეობისა და სოციალური სექტორები, კულტურა და ადამიანური რესურსების განვითარება.





ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები